Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქრისტიან-დემოკრატები ”მაესტროსთვის” ლიცენზიის გაცემისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ივნ.'09 / 14:44

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოუწოდა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უარი არ უთხრას სტუდია ”მაესტროს” სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე.

კომისია ამ საკითხის განხილვას 5 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს.

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელსაც წარმომადგენელი ჰყავს მარეგულირებელ კომისიაში, აღნიშნა 3 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში:  ”ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა მოუწოდებს კომისიას არ მოექცეს რაიმე სახის პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მიიღოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, მითუმეტეს რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია სტუდიას წესრიგში აქვს”.

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ მათი ”პრევენციული განცხადების” საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ 22 მაისის კომისიის სხდომაზე “მაესტროს” შვიდი არალიცენზირებული ფილმის ეთერში გაშვების პრეტენზია წაუყენეს, რაც ”შეიძლება გახდეს ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი”.

22 მაისს კომისიაში გამართულ სხდომაზე, რომელსაც ”მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც ესწრებოდა, კომისიამ წარმოადგინა ”რუსთავი 2”-ის წერილი, სადაც ტელეკომპანია აცხადებდა, რომ ”მაესტრომ” შვიდი არალიცენზირებული ფილმი გაუშვა, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის მიერ იყო ნაყიდი.

ღლონტმა, რომელმაც არ უარყო ამ ფილმების გაშვების ფაქტი, განუცხადა კომისიას, რომ ეს ფაქტი არ უნდა გახდეს ”მაესტროსთვის” ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი და ამის საფუძვლად დაასახელა კომისიის მიერ თვალის დახუჭვა სხვა  ტელევიზიების მიერ სამაუწყებლო პროცედურების დარღვევებზე. კერძოდ, მან ტელეკომპანია ”ალანიას” მაგალითი მოიყვანა, რომელიც თვეების მანძილზე ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობდა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7