Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მაესტროს” საკითხზე სხდომა გადადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ივნ.'09 / 12:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 ივნისის სხდომა, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად სტუდია ”მაესტროსთვის” სატელიტური ლიცენზიის გაცემაზე უნდა ემსჯელა, ”ქვორუმის არ არსებობის” მიზეზით გადაიდო.

ამის შესახებ საუბარია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც გადადებული სხდომის სავარაუდო თარიღი არ არის მითითებული.

სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის საკითხის გადაწყვეტამდე, კომისიამ 22 მაისს გამართულ სხდომაზე განიხილა ”რუსთავი 2”-ის საჩივარი ”მაესტროს” მიმართ არალიცენზირებული ფილმების ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით. ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა აღიარა ამ პრეტენზიის საფუძვლიანობა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საჩივარი არ უნდა გახდეს ლიცენზიის უარის თქმის მიზეზი, რადგან ეს ორი საკითხი ერთმანეთს სამართლებრივად არ უკავშირდება.  

იმავდროულად, 4 ივნისს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა ძალებმა რუსთავში გამართულ მიტინგზე გააპროტესტეს ”მაესტროს” გათიშვა ადგილობრივი საკაბელო კომპანიის მიერ, რომელიც, მათი თქმით, ხელისუფლების ზეწოლით მოხდა. მამუკა ღლონტმა მიტინგზე გამოსვლისას მოუწოდა რუსთავის მოსახლეობას არ გადაეხადათ საკაბელო მომსახურების საფასური, ამ გზით გამოეხატათ პროტესტი და აეძულებინათ ”მაესტროს” ჩართვა, რომელიც 30 მაისის შემდეგ გათიშულია ქალაქში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11