Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის განკარგულებას მოაწერა ხელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივნ.'09 / 15:54

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, კომისიის მიზანი იქნება არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებების მომზადება.    

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

20 პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის საპროტესტო აქციების ორგანიზატორ პარტიებს, შესთავაზეს ერთი წარმომადგენლის დასახელება კომისიაში. თუმცა, აქციების ორგანიზატორმა პარტიებმა უარი განაცხადეს.

შეთავაზება შემდეგ პარტიებს გაეგზავნათ: ერთიან ნაციონალურ მოძრაობას; ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას; ლეიბორისტულ პარტიას; ქართულ დასს; ჩვენ თვითონს; საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას; საქართველოს კონსერვატიულ პარტიას; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; ახალ მემარჯვენეებს; საქართველოს გზას; ხალხის პარტიას; მოძრაობას ერთიანი საქართველოსათვის; ეროვნულ ფორუმს; თავისუფლებას; ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას; საქართველოს დემოკრატიულ პარტიას; მოძრაობას სამართლიანი საქართველოსათვის; ალიანსს საქართველოსათვის; დემოკრატიულ მოძრაობას - ერთიანი საქართველო; საქართველოს ქალთა პარტიას 
”სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს.

კომისიის შემადგენლობაში თითო კანდიდატურის წერილობით წარდგენა ასევე ეთხოვათ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას; სამართლიან არჩევნებს; ახალი თაობა ახალ ინიციატივას; ფონდს - ”ალპე”; თავისუფლების ინსტიტუტს; საქართველოს გაეროს ასოციაციას; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს; კონსტიტუციის 42-ე მუხლს; მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს.

კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ აკადემიური წრეებიდან: ლევან ალექსიძე - აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სრული პროფესორი; გია გეწაძე - იურისტი; ვასილ გონაშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი; გიორგი კახიანი - თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი; გიორგი კვერენჩხილაძე - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი; მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სრული პროფესორი; ზაზა რუხაძე - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი; იაკობ ფუტკარაძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი; კახი ყურაშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი; ნანა ჭიღლაძე - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ს სრული პროფესორი; ზურაბ ჯიბღაშვილი - თსუ-ს დოქტორანტი; დავით აფრასიძე - ფილოსოფიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ქეთევან ქოქრაშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; სოსო ცინცაძე - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი; ზაზა ბიბილაშვილი - იურისტი; მარინა გარიშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი; მზია ლეკვეიშვილი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ს სრული პროფესორი; გია ნოდია - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; თორნიკე გორდაძე - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ზურაბ დავითაშვილი - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს სრული პროფესორი.

პრეზიდენტი სამ წევრს დაასახელებს მისი ადმინისტრაციიდან; პარლამენტს და მთავრობასაც სამ-სამი წევრის დასახელების უფლება აქვთ.

თითო კანდიდატურას დაასახელებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს კონტროლის პალატა, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სახალხო დამცველი.

ასევე თითო წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს; და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, კანდიდატების დასახელების ბოლო ვადაა 20 ივნისი.
 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34