Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ივნ.'09 / 20:51

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ”მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს ვუჭერთ მის დემოკრატიას”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს საკითხს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრაზე დააყენებს 6-8 ივლისს მოსკოვში ვიზიტის დროს.

”მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი [ობამა] საქართველოს საკითხს წამოწევს რუსეთთან საუბრის დროს... საქართველო მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დააყენებს ამ საკითხს და ჩვენ ნათლად განვაცხადებთ, რომ ჩვენ ნათლად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ რუსეთი შეასრულებს ყველა თავის შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში,” - განაცხადა გორდონმა. 

მისი თქმით, ვაშინგტონი ”შეწუხებულია” იმის გამო, რომ რუსეთმა დაბლოკა საბერძნეთის მიერ შემოთავაზებული ”გონივრული კომპრომისული წინადადება,” რომელიც საშუალებას მისცემდა ეუთოს დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ეწარმოებინათ მონიტორინგი.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსები და უშიშროების საბჭოს ყველა წევრი პრაგმატულ შეხედულებას გაიზიარებენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გაეროს მისია გაგრძელდება საქართველოში, რადგანაც ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს,” - განაცხადა მან, ”ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ის საუბრები ნიუ-იორკში აფხაზეთის შესახებ უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ისინი, რომელიც სამხრეთ ოსეთზე გაიმართა [ეუთოში]”.

”გაეროს რეზოლუციამ ხაზი უნდა გაუსვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს; ეს არის ის, რასაც აშშ მხარს უჭერს; ჩვენ გვინდა ეს რეზოლუცია, რადგანაც მიგვაჩნია, რომ სიტუაცია ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ იქ მონიტორინგის მისია იქნება და თუ მითითება გაკეთდება ყველა იმ პრინციპზე, რომლებსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. ამრიგად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ ისეთი რეზოლუცია, რომელიც ამ მნიშვნელოვან პრინციპებს უსვამს ხაზს,” - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.    

მისი თქმით, ვაშინგტონი ერთგული რჩება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ იმ ქარტიისა, რომელსაც საქართველომ და აშშ-მ 2009 წლის 9 იანვარს მოაწერეს ხელი. ”ჩვენ ველით რომ ვუმასპინძლოთ მას [გრიგოლ ვაშაძეს] მალე ვაშინგტონში, რათა კიდევ განვიხილოთ ამ ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტები და ის გზები, რომლითაც მათ გაღრმავებას შევძლებთ,” - განაცხადა გორდონმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი ასევე შეხვდება დღეს მოგვიანებით, განაცხადა 10 ივნისს, რომ საქართველო და აშშ მალე შექმნიან მექანიზმს ქარტიის დებულებების განსახორციელებლად.

”უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის რეალურად ამოქმედების მექანიზმს, რაც არ გვქონდა წინა ადმინისტრაციასთან. ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ბევრად უფრო მეტი ინტეგრაცია, ვიდრე როდესმე გვქონდა. და აქაც სამეზობლოში განვითარდა ბევრად უფრო საინტერესო პროცესები, ვიდრე როდესმე გვქონდა. ეს ყველაფერი მიგვიყვანს საბოლოო ჯამში ჯერ ჩვენი პოზიციების განმტკიცებამდე და შემდეგ საქართველოს დეოკუპაციაზე,” - განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გრიგოლ ვაშაძემ ფილიპ გორდონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ”საკითხების მთელი სპექტრი განვიხილეთ. პირველ რიგში ორმხრივი ურთიერთობები. მე მოხარული ვარ, რომ იწყება უკვე კონკრეტული მუშაობა ქარტიის [შესრულებაზე]. შემუშავებულია ას-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა ყველა სფეროში. განვიხილეთ მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განვიხილეთ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  ასევე განვიხილეთ ის, რომ ოკუპანტ ჯარს, ოკუპანტ მხარეს - რუსეთის ფედერაციას არ სურს შეასრულოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის და ეს საუბრები გაგრძელდება; მალე გავემგზავრები ვაშინგტონში.”

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39