Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფილიპ გორდონი საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ივნ.'09 / 21:05

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ დემოკრატიულობა დაეხმარება საქართველოს წარმატება მიაღწიოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

”კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, გარდა ჩვენი ინტერესისა და მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ, არის ჩვენი ინტერესი, რომ დავინახოთ დემოკრატიული საქართველო. ეს იქნება კარგი საქართველოსთვის და ეს იქნება კარგი საქართველოს მისწრაფებისთვის შეუერთდეს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს,” - განაცხადა მან 10 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

”ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ იყო პოლიტიკური პროტესტი დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში; ჩვენ ასევე ვაფასებთ იმ ფორმას, რომლითაც მთავრობამ გამოხატა თავშეკავება ამ პროტესტთან გამკლავების კუთხით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მისდიოს დემოკრატიას, თავისუფალ მედიას, თავისუფალ პრესას, სიტყვის თავისუფლებას, ანტი-კორუფციულ გზას - ეს ის პრინციპებია, რომელსაც აშშ ყოველთვის ემხრობა და რაც უფრო მეტად აყვავდება საქართველოში დემოკრატია, უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ ის იქნება დასავლეთის პარტნიორი, რომელსაც ჩვენ დავაფასებთ და რომელთანაც გვენდომება ახლო მუშაობა,” - დასძინა გორდონმა.

მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც სთხოვეს საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე გაეკეთებინა კომენტარი.  კითხვის დასმის დროს ქართველმა ჟურნალისტმა გამოიყენა ტერმინი ”პოლიტიკური კრიზისი”. როდესაც ამერიკელმა დიპლომატმა დაასრულა თავისი კომენტარი, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც გასცა პასუხი და უშუალოდ ამ ჟურნალისტს მიმართა: ”არ გირჩევთ ამ ტერმინის ”პოლიტიკური კრიზისი” ასე ხშირად გამოყენებას, რადგანაც თქვენ არ გინახავთ რა არის პოლიტიკური კრიზისი თქვენი [ახალგაზრდა] ასაკის გამო. რაც ახლა ხდება საქართველოში არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის პოლიტიკური პროცესი”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33