Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლომაია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივნ.'09 / 12:53

გაეროში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ მომზადებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთში გაეროს დამკვირვებელთა მონიტორინგის ფუნქციების გაძლიერებას.

მან ”როიტერთან” ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ რეზოლუციის ამ პროექტს რუსეთი მხარს არ უჭერს და სურს, რომ ის არ შეიცავდეს არანაირ ისეთ ფორმულირებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთებს მინიშნებას.

”ეს რეზოლუცია, მიღების შემთხვევაში, საბოლოო ჯამში დაეხმარება გაეროს ძლიერი მისიის ჩამოყალიბებაში, ისეთის, რომელიც, პირველ რიგში, მონიტორინგს გაუწევს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას,” - განაცხადა ლომაიამ.

”რეზოლუცია ითვალისწინებს მისიის საპოლიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდას და გაეროს საპოლიციო კომპონენტის რაოდენობრივ ზრდას, რათა მათ შეძლონ ადგილზე ადამიანის უფლებათა საკითხზე მუშაობა,” - განაცხადა ლომაიამ.

გაეროს პოლიციური კომპონენტი არის ამჟამინდელი გაეროს სადამკვირვებლო მისიის შემადგენელი ნაწილი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანა გალის რაიონში აფხაზ და ზუგდიდის რაიონში ქართველ სამართალდამცავებთან მუშაობა და ტრეინინგების ჩატარებაა. ამ საპოლიციო კომპონენტს სამართალდამცავი ფუნქციები არ გააჩნია და უფრო საკონსულტაციო დანიშნულება აქვს.

იგივე ინტერვიუში ლომაია აცხადებს რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ის ”ხელსაყრელ გარემოს” შექმნის იმისათვის, რომ დევნილთა ნაწილს აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მიეცეს და მათი უფლებების დაცული იყოს

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე რომ რუსეთს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, კომპრომისი იქნება საჭირო და თბილისი თავის მხრივ მზად არის მოქნილი პოზიცია დაიკავოს. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მომხრეა აფხაზეთში გაეროს დამკვირვებელთა შენარჩუნების, მაგრამ არა ყველაფრის ფასად. თბილისისთვის ”წითელი ხაზი” გადის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქართველი ოფიციალური პირების განცხადებით ისინი არ დათანხმდებიან ორ დამოუკიდებელ მისიას - სოხუმსა და თბილისში.

ლომაიამ იმედი გამოთქვა, რომ ”რუსეთიც მზადაა იყოს მოქნილი,” თუმცა იქვე დასძინა, რომ ”ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.”

გაეროს უშიშროების საბჭო 12 ივნისს შეიკრიბება საქართველოს საკითხის განსახილველად, ხოლო რეზოლუციას 15 ივნისს მიიღებს. სწორედ ამ დღეს ეწურება ოთხთვიანი მანდატი გაეროს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ასევე ზემო კოდორის ხეობაში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19