Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელეკომპანიები ”მაესტრო” და ”კავკასია” პროტესტის ნიშნად წყვეტენ მაუწყებლობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივნ.'09 / 15:32

ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს მაუწყებლობა თბილისის მთავარ სამმართველოსთან მათ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო.

ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის დაახლოებით 50-მდე წარმომადგენელი პოლიციის სამმართველოს შენობასთან, ისე რომ ისინი არც სამმართველოს ღობესთან ახლოს არ იდგნენ და არც გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მართავდნენ საპროტესტო აქციას. ამ დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული და ნიღბიანი სამართალდამცავები გამოჩნდნენ და დაიწყეს მოპიკეტეების დარბევა ხელკეტებით, ასევე ხის კეტებით, აცხადებენ თვითმხილველები.

ამ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, რომელთაც ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჟურნალისტებს წაართვეს კამერები, ხოლო ”როიტერის” კორესპონდენტს ფოტო-კამერა.

შსს-მ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ”ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა. სამართალდამცავების  მიერ, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე,  დაკავებულები იქნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც გადაყვანილები არიან დროებითი მოთავსების იზალატორში”.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16