Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”მაესტრომ” და ”კავკასიამ” მაუწყებლობა განაახლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'09 / 14:55

ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” 16 ივნისს 14 საათის შემდეგ მაუწყებლობა სრულად განაახლეს მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებზე 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მათ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს ეთერი.

ამ არხებმა ნაწილობრივ მაუწყებლობა გუშინ საღამოს აღადგინეს ჩართეს რა პირდაპირ ეთერში პარლამენტის და პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა ეს არ იყო მათი მაუწყებლობის ჩვეული რეჟიმი, არ გასულა არც საინფორმაციო გამოშვებები და არც ტრადიციული თოქ-შოუები.

დღესვე ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს შეხვდა. ელჩმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიციის სამმართველოსთან ინციდენტისას 10 ჟურნალისტი დაშავდა.

ტელეკომპანია ”კავკასიის” განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაუბრუნეს შემთხვევის ადგილას გადაღებული ვიდეო-მასალა, ჩანაწერი დამონტაჟებულია, ხოლო ხმა წაშლილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბოდიში გადაუხადა ჟურნალისტებს პოლიციის მხრიდან მათი ”პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის” გამო და ასევე მოუწოდა ტელეკომპანიებს მაუწყებლობის აღდგენისაკენ ”საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე”.

”შესაბამისად, შსს-მ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ამ ჟურნალისტებს, მათ დაუბრუნდათ კამერები, მთლიანად დაუბრუნდათ გადაღებული მასალა და გარდა ამისა ხელისუფლება მიიღებს ყველა სხვა ზომას, რომ გამოვლენილი იქნენ ყველა ის პირები, ვინც სამსახურეობრივ გადაცდომამაც გამოიწვია ეს ფაქტი და სამომავლოდ ასეთი რამ აღარ განმეორდეს”, - განაცხადა მან, ”ცალსახად ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ზეწოლა, ნებისმიერი ხელის შეშლა ჟურნალისტებისათვის არის მიუღებელი და ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს რომ ასეთი ფაქტები არ განმეორდეს”. 

იმავდროულად, შსს-მ გაავრცელა 16 ივნისს განცხადება, სადაც საუბარია, რომ გუშინდელი ინციდენტის გამო ”სასტიკი საყვედური გამოეცხადა 2 თანამშრომელს, საყვედური - 4 თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე”. ამავე განცხადებით, მოკვლევა უწყების გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13