Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საბიუჯეტო ცვლილებების დეტალები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'09 / 19:22

2009 წლის ბიუჯეტის ხარჯები არასაგადასახადო შემოსავლებისა მატების და ასევე რიგი უწყებების დაფინანსების კლების ხარჯზე 312 მლნ ლარით იზრდება, მაშინ როცა ამავე პროექტით ხდება საგადასახადო შემოსავლების 500 მლნ ლარით შემცირება. 

პროექტზე მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი” და ”ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობა” გახდა იმის მიზეზი, რომ მოსალოდნელია ეკონომიკის კლება 1.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 2.5%-ით ზრდისა, რის გამოც უნდა განხორციელდეს გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების კორექტირება ნახევარი მლრდ ლარით შემცირების მიმართულებით.

კერძოდ, საშემოსავლო გადასახადი მცირდება - 25.0 მლნ ლარით; მოგების - 83.0 მლნ ლარით; დღგ - 314.0 მლნ ლარით; აქციზი - 68.0 მლნ ლარით; საბაჟო გადასახადიდან შემოსავლები - 8.0 მლნ ლარით; და სხვა გადასახადიდან  - 2.0 მლნ ლარით.

ამ შემცირების დასაბალანსებლად და ასევე რიგი უწყებებისა და პროექტების დაფინანსების გასაზრდელად, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია გრანტების 110.5 მლნ ლარით; ”სხვა შემოსავლების” - 16.9 მლნ ლარით და ასევე ვალდებულებების 497.9 მლნ ლარით ზრდა.

ეს უკანასკნელი მოიცავს საგარეო ვალდებულებებს - 237.9 მლნ ლარს, მათ შორის: მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის კრედიტები - 141.3 მლნ ლარი და საინვესტიციო კრედიტები - 96.7 მლნ ლარი; და ასევე საშინაო ვალდებულებებს - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღებ სახსრებს 260 მლნ ლარის ოდენობით

გარდა ამისა დაახლოებით 66 მლნ ლარით მცირდება შემდეგი უწყებების ხარჯები:

  • 45.0 მლნ ლარით - თავდაცვის სამინისტრო;
  • 9.5 მლნ ლარით - რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • 4.0 მლნ ლარით - ფინანსთა სამინისტრო;
  • 3.6 მლნ ლარით - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
  • 1.7 მლნ ლარით - პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
  • 1.0 მლნ ლარით - მთავრობის კანცელარია;
  • 650.0 ათასი ლარით - საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • 140.1 ათასი ლარით - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

312 მლნ ლარი კი ზრდის მიმართულებით უწყებებსა და პროგრამებზე ასე გადანაწილდება:

  • თბილისის მერიის ტრანსფერი  - 69.4 მლნ ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 38.5 მლნ ლარი:  სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 16.5 მლნ ლარით და ჯანდაცვის პროგრამების - 14.5 მლნ ლარით; 
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი -  37.3 მლნ ლარი, საიდანაც 20.0 მლნ ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას; ხოლო 17.3 მლნ ლარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების თანადაფინანსებას;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო  - 24.9 მლნ ლარი: რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე 10 მლნ ლარი და მეღვინეობის განვითარებაზე 14.7 მლნ ლარი;
  • ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო -  16.3 მლნ ლარი, რომლიდანაც 9.2 მლნ ლარი გათვალისწინებულია აგვისტოს ომის დროს უსახლკაროდ დარჩენილთა საკომპენსაციოდ და 4.2 მლნ ლარი ამ ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის  კომუნალური ხარჯებზე.

გეგმის თანახმად, საბიუჯეტო განხილვების შემდეგ, პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს 4 ივლისის შემდეგ დაამტკიცებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22