Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ICG-ის მოხსენების თანახმად, ვითარება კვლავ სახიფათოა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ივნ.'09 / 20:06

ეფექტიანი უსაფრთხოების რეჟიმის არ არსებობა და ინციდენტები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარშემო ქმნის ”სახიფათო ატმოსფეროს, სადაც კვლავ შეიძლება დაიწყოს ინტენსიური ბრძოლები,” - განაცხადა ბრიუსელში მდებარე კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group - ICG) 22 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში

”უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია ადგილზე კვლავ დაძაბულია. რუსეთმა არ შეასრულა [ცეცხლის შეწყვეტის შესახებ] შეთანხმების საკვანძო ელემენტები და მხარეებს არ დაუწყიათ შინაარსობრივი მოლაპარაკებები, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა რეგიონის სტაბილიზაციას. ეს ფაქტორები პოტენციურად ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის, სადაც მცირე ინციდენტებმაც კი შესაძლოა ახალი ომი გამოიწვიოს,” - ნათქვამია მოხსენებაში.

თბილისში მომუშავე ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრო ატაშემ, რომელსაც ICG-ის მკვლევარები გაესაუბრნენ, განაცხადა, მოხსენების მიხედვით, რომ მოსკოვი აპირებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რამოდენიმე ადგილის გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების - ”კავკაზ-2009” დროს, ”რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა”.    

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ვეტო გაეროს და ეუთოს მისიების მოქმედების გაგრძელებაზე ”ძირს უთხრის რეგიონის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას”. ამგვარი ქმედებით, ნათქვამია მოხსენებაში, კიდევ უფრო შესუსტდა რუსეთის, როგორც ”მშვიდობისმყოფელის და სტაბილურობის გარანტის სანდოობა, რაც უკვე შეილახა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებების სასარგებლოდ მისი აშკარა მიკერძოებულობის გამო”.  

მოხსენებაში, რომელიც ასევე აღწერს ქართველ დევნილთა მდგომარეობას, ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში ქართველების დაბრუნებისთვის ყველაზე მეტი შანსი ამ ეტაპზე ახალგორშია.  თუმცა, ბევრი ადგილობრივი მოსახლე აცხადებს, რომ ახალგორში დაძაბული ვითარებაა და მათი თქმით, მათ იქ დაბრუნების ეშინიათ, ნათქვამია მოხსენებაში. მოხსენების თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა არ ადასტურებს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ”მათ აიძულებენ აიღონ ოსური ან რუსული პასპორტები, ან რომ ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია”.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებას აწარმოებს, საჯაროდ არ აქვეყნებს ინციდენტების შესახებ ინფორმაციას და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ზოგად შეფასებებს. ”მან თავისი მოხსენებები ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა გადასცეს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, რათა გაანეიტრალოს ჭორები და მცდარი ინფორმაცია,” - ნათქვამია მოხსენებაში. იგი ასევე აცხადებს ერთ-ერთ დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ ”ინფორმაციის უმეტესობა კონფლიქტური ზონებიდან მცდარი ან გაზვიადებულია”.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15