Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია ბერლინის შეხვედრას ემიჯნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ივლ.'09 / 17:26

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული ბერლინში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი პოლიტიკური პარტნიორი დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეებიდან, ლევან გაჩეჩილაძე და ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე.

”ეს შეხვედრა იყო პირადი შეხვედრა იმ მონაწილეების, ვინც იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ერთმანეთს ვუთანხმებთ ყველა ნაბიჯს რაც ეხება ჩვენ პოლიტიკურ აქტიურობას. აქედან გამომდინარე არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამ შეხვედრას არ ქონია.  მე არ ვიყავი ინფორმირებული და საქმის კურსში არ ვიყავი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის პირადი შეხვედრა,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში ორკვირიანი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ დღეს გამართა. 

”არანაირი კავშირი ჩვენი ალიანსის და ჩემი, კონკრეტულად პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ აქტიურობასთან ამ შეხვედრას არ აქვს,” განაგრძო მან, ”არ მაქვს ინფორმაცია რა განიხილეს ამ შეხვედრაზე, არ მაქვს ინტერესი ვიცოდე, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ეხება არანაირად ჩვენ პოლიტიკურ აქტიურობას”.

იქვე მან აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრა ვერ იმოქმედებს მის პარტნიორულ ურთიერთობებზე დავით გამყრელიძის პოლიტიკურ პარტიასთან.

”რაც შეეხება ბატონ დავით გამყრელიძეს, ის ჩვენ პარტიაში არ არის და არც იქნება,”- განაცხადა მან, ”ის არის ალიანსის წევრი და ალიანსურ რეჟიმში ვაგრძელებთ ერთობლივ მოღვაწეობას, მაგრამ ჩემი პრიორიტეტული მიმართულება უახლოეს პერიოდში იქნება საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება და გავაგრძელებთ მუშაობას როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში უშუალოდ, კონკრეტულად მოსახლეობასთან”.

მან განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობს ყოფილ შს მინისტრს. როცა ალასანია შევარდნაძის მმართველობის დროს 2002 წლის იანვარში უშიშროების მინისტრის მოადგილე გახდა, კახა თარგამაძე უკვე ორი თვის გადამდგარი იყო თანამდებობიდან. 

”მე მას [კახა თარგამაძეს] არ ვიცნობ, მაგრამ, ბუნებრივია, იყო ნაწილი იმ უსაფრთხოების სისტემის, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში არსებობდა და ბუნებრივია, არავის არ აქვს სურვილი ანალოგიური სისტემა შეიქმნას საქართველოში,”- განაცხადა მან, ”თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს არის სამართალდაცვით სტრუქტურებში, არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე იყო შევარდნაძის დროს. და ეს ძალიან ნათლად ჩანს”.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ  ბერლინის შეხვედრას ”გადაჭარბებული” ყურადღება იმის გამო დაუთმო, რათა გადაეფარა სხვა ”დანაშაულებები”, მათ შორის ოპონენტი პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დაჭერები და 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი დემონტრანტების დარბევა, რომლის დროსაც ასევე სასტიკად სცემეს მისი პოლიტიკური გუნდის წევრს ზურაბ აბაშიძეს.

”ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ ფაქტის და ინციდენტის გამოძიებას და მოვითხოვთ ის ადამიანები, რეალურად ვინც ბრძანება გასცა რეპრესიული აქციის განხორციელებისთვის, უნდა იქნენ დასჯილები და წარსდგნენ სასამართლოს წინაშე,”- განაცხადა მან 15 ივნისის დარბევაზე საუბრისას.

კითხვაზე ხომ არ შეხვდა ის აშშ-ში ვიზიტისას შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ამერიკაში, ალასანიამ უარყოფითი პასუხი გასცა. 

მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმის ასახსნელად, თუ ”რეპრესიების რა ფორმებს დაადგა ხელისუფლება”.  თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ინციდენტებისა, მისი პოლიტიკური გუნდი არ გადაუხვევს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებებით მოგვარების გზას.

”ჩვენ გავაგრძლებთ დიალოგს და შეხვედრებს ხელისუფლებასთან, მაგრამ აქ უკვე ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული შეთავაზებები ყველა მიმართულებით, მათ შორის როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო ქვეყანაში,”- განაცხადა მან, ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმიტომ, რომ როდის და რა ფორმითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ეს სისტემა უნდა იყოს მწყობრში და მზად უნდა იყოს საქართველო ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები”.

მისი თქმით, სააარჩევნო რეფორმის კუთხით აშშ-ის სრული მხარდაჭერა არსებობს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24