Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე უკრაინელ მილიარდერთან შეხვედრას ადასტურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ივლ.'09 / 12:30

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ შეხვდა უკრაინელ ოლიგარქს ვიქტორ პინჩუკს და განაცხადა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომ იგი კიევში პინჩუკმა მიიწვია, რომლის ფონდთანაც იგი ”აქტიურად” თანამშრომლობს.

ბურჯანაძის შეხვედრა პინჩუკთან, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის კუჩმას სიძეა, ხელისუფლებამ იმისათვის გამოიყენა, რომ კიდევ უფრო გაეძლიერებინა ბრალდებები ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მიმართ, რომლებიც, ხელისუფლების თქმით, საპროტესტო აქციების დასაფინანსებლად იმ პირებს მიმართავენ, რომელთაც კრემლთან აქვთ კავშირი. ბერლინის შეხვედრაზე და ასევე ბურჯანაძის პინჩუკთან შეხვედრაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 2 ივლისს: ”ბოლო დღეებში მე მესმის განცხადებები, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მიდის საზღვარგარეთ და ხვდება იქ ადამიანებს, ვინც პირდაპირაა ჩართული რუსეთის ინტერესების გატარებაში”.

”სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანთან სტუმრობას დიდ პატივად თვლიდა მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე თვის წინ მისი პირადი სტუმარი იყო მიხეილ სააკაშვილი და თუ რამე მიუღებელია ამ ადამიანში, რას გარბოდა მისი დაპატიჟებით პოლ მაკარტნის კონცერტზე კიევში?”- განაცხადა ბურჯანაძემ ”რეზონანსთან” ინტერვიუში. 

”თუკი ეს ადამიანი კრიმინალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს, მაშინ რატომ იყო მასთან? ეს არის ძალიან საპატივცემულო პიროვნება, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი არა მარტო კიევში, არამედ დასავლეთში. სხვათა შორის, ბატონ პინჩუკს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჰილარი კლინტონთან,” - დასძინა მან

New York Times-ი წერდა შარშან, რომ ივნისის შუა რიცხვებში, პოლ მაკარტნის კონცერტის მეორე დღეს, პინჩუკმა, რომლის სპონსორობითაც გაიმართა კონცერტი, თავის იაპონურ ბაღში წვეულება გამართა, სადაც პოლ მაკარტნისთან და სხვა ცნობილ სტუმრებთან ერთად, ასევე იყვნენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და პრეზიდენტი სააკაშვილი.    

პინჩუკი, რომელიც არის კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის საბჭოს წევრი, ასევე პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის საბჭოს წევრი და ბრუკინგსის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ცნობილია როგორც ბილ კლინტონის ფონდის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი.

”ამ ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში იმის, რომ მე მაქვს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კონტაქტები, ვიცნობ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს სხვადასხვა კუთხეში და მე ამ კონტაქტებს აუცილებლად გამოვიყენებ,” - განაცხადა ბურჯანაძემ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42