Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
PACE-ს დამკვირვებლები მიესალმებიან საქართველოს სურვილს მიიღოს რჩევა მიტინგების კანონმდებლობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივლ.'09 / 12:55

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს შესახებ განაცხადეს 13 ივლისს, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის სურვილს ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის  წარუდგინონ მიტინგებზე, პოლიციაზე და ადმინისტრაციულ დანაშაულებზე კანონებში ცვლილებების პროექტები

”ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს მიღებას, რაც შესაბამისობაში არ იქნება ევროსტანდარტებთან,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 11 ივლისს. ”ამრიგად მზად ვართ - როგორც ამას ვენეციის კომისიის ოფიციალური წესები ითვალისწინებს - კომისიას ექსპერტიზისთვის გავუგზავნოთ კანონი და მისი ცვლილებები და თუ კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება, ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ განხილვებს და წარმოვადგინოთ შესაბამისი ცვლილებები”.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ აპირებს ვენეციის კომისიისთვის ცვლილებების გაგზავნას, რაც მათ პარლამენტი დაამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანომ კანონი პირველი მოსმენით 11 ივლისს მიიღო. 14 ივლისს პარლამენტის წარმომადგენელმა დაუდასტურა Civil.Ge-ს, რომ გეგმა არ შეცვლილა და ცვლილებები მას შემდეგ წარედგინება კომისიას, რაც მოხდება მათი დამტკიცება სამივე მოსმენით.   

”შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. ამიტომ მნიშველოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება ამ კანონებში ევრო სტანდარტებთან იყოს შესაბამისობაში,” - აღნიშნეს PACE-ს თანამომხსენებლებმა მათიას იორშიმ და კასტრიო ისლამიმ განცხადებაში. 

 

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13