Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაიდენი საქართველოს და უკრაინას მხარდასაჭერად ეწვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივლ.'09 / 11:15

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 22 ივნისის საღამოს უკრაინიდან საქართველოში ჩამოვა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ვაშინგტონის მცდელობები ”’გადატვირთოს’ ურთიერთობები რუსეთთან არ განხორციელდება სხვა რომელიმე ქვეყნის ხარჯზე,” - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ სადილზე პრეზიდენტი სააკაშვილი უმასპინძლებს. ხუთშაბათს, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებიდან, ჯო ბაიდენი შეხვდება ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს და ლევან გაჩეჩილაძეს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთან. ამ შეხვედრების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი პარლამენტში გამოვა სიტყვით.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე ვიცე-პრეზიდენტი იმ სკოლის მოსწავლეებს შეხვდება, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროგრამაში მონაწილეობენ.

17 ივლისს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან ვინმეს ხარჯზე არ ხდება.

მისი თქმით, ვაშინგტონის სურვილია იხილოს, რომ რუსეთი ასრულებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. 

”ამავე დროს ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომ მათი სამართლიანი სწრაფვა შეინარჩუნონ და აღადგინონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება განხორციელდეს ძალისმიერი გზით; რომ საუკეთესო მიდგომა საქართველოსთვის არის შეძლებისდაგვარად ძლიერი დემოკრატიის და ძლიერი ეკონომიკის აშენება, რათა ისეთები გახდნენ, როგორიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია რომ გახდეს, რაც გულისხმობს სამაგალითო მოდელად და მისი ყველა მოქალაქისთვის მიმზიდველად ჩამოყალიბებას,” - განაცხადა მან. 

მისი თქმით, ქართულმა ოპოზიციამ, მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშავოს საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმაზე, რათა მოამზადოს საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნებისთვის.

”ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ძალიან აქტიურ პოლიტიკურ კამათს და ხალხი ამ კამათის მსვლელობაში ძალიან მშვიდობიანად იქცეოდა - როგორც მომიტინგეები, ისე ხელისუფლება [მას ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციები ჰქონდა მხედველობაში]. ეს იმედისმომცემი ფაქტია,” - განაცხადა ბლინკენმა.

”და ახლა, მე ვფიქრობ, შემდგომი წინსვლისთვის მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ჭირდება რომ ითანამშრომლონ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმაზე და მოამზადონ საქართველო, პირველად მის ისტორიაში, ხელისუფლებაში ყოფნის ვადის ამოწურვისას ხელისუფლების არჩევნების გზით გადასაცემად,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, აშშ-ის ინტერესებში შედის დაეხმაროს უკრაინას და საქართველოს გახდნენ ”ყველაზე ეფექტიანი პარტნიორები, გამჭირვალე დემოკრატიული და ეკონომიკური ინსტიტუტებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და თანამედროვე სამხედრო ძალით”.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან იმ კონკრეტულ ნაბიჯებს განიხილავს, რომლის ”გადადგმასაც ჩვენ ვთავაზობთ მომდევნო თვეების მანძილზე”.

მისი თქმით, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის მსგავსად, საქართველოს 2003 წლის ვარდების რევოლუცია ”კვლავ რჩება სამუშაოდ, რომელიც ჯერ კიდევ ხორციელდება”.

”სხვადასხვა კუთხით, თითოეული ამ ქვეყნის წინაშე დგას გამოწვევა, რომ შეასრულოს იმ რევოლუციების დანაპირები,” - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტი აპირებს ესაუბროს საქართველოს და უკრაინის ლიდერებს და ხალხს ამ გამოწვევების შესახებ და საქართველოს შემთხვევაში ”მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროების შესახებ”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადაასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

”ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს და არც აპირებს აღიაროს მათი [აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს] დამოუკიდებლობა,” - განაცხადა ბლინკენმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51