Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო აშშ-ს თავდაცვითი შეიარაღებით მომარაგებას სთხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ივლ.'09 / 13:41

პრეზიდენტი სააკაშვილი სთხოვს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თბილისში დღეს საღამოს ჩამოვა, საქართველო თავდაცვითი ტიპის შეიარაღებით მოამარაგოს, იტყობინება Washington Post-ი 22 ივლისს.

”ვფიქრობ, გადაწყვეტილება რომ დაგვეხმარონ არსებობს,” - იტყობინება Washington Post-ი სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით. ”აქ საქმე იმაშია რომ მოხდეს ამ პროცესის დაჩქარება... ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა არსებობდეს იმ დროისთვის როცა ეს [დახმარება] ჩამოაღწევს აქამდე.”

”ეს იმაზე უფრო მეტად ნელი პროცესია, ვიდრე ვისურვებდით რომ ყოფილიყო. აქ შემდეგი გარემოებაა გასათვალისწინებელი: ვართ კი ჩვენ ჩვეულებრივ სიტუაციაში მყოფი, ჩვეულებრივი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მოიცადოს წლობით?.. თუ შეგვიძლია ეს [შეიარაღების მოწოდების] პროცესი დავაჩქაროთ და უფრო ეფექტიანი გავხადოთ?”

გაზეთთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების მოწოდების დაჩქარება ”აიძულებს ცხელ თავებს კარგად დაფიქრდნენ უღირთ თუ არა სამხედრო ავანტიურა”.

”საქართველოზე თავდასხმის ასობით მიზეზი არსებობს,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”ერთადერთი რამ რაც მას [რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს] შეაჩერებს არის ნათელი, არაორაზროვანი გზავნილი დასავლეთიდან, რომ ამას [საქართველოზე თავდასხმას] მოყვება ძალიან სერიოზული შედეგები”.

მისი თქმით, თაცდაცვითი შეიარაღების მოწოდება საქართველოსთვის პოლიტიკური კუთხით გაძლიერება იქნება, მაგრამ თუ არ მოხდა ასეთი ტიპის დახმარება, მისი თქმით, ამას რუსეთი სისუსტედ აღიქვამს.

”მიმაჩნია, რომ ეს იქნება აშკარა ნიშანი რუსეთისთვის: ’წადით და დაიპყრეთ ისინი’,” - დასძინა მან.

კითხვაზე შეიკავებს თუ არა აშშ თავს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებისგან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა 17 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა: ”ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან თავდაცვის სფეროს რეფორმირებაზე და მოდერნიზებაზე, და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რადგანაც საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, მას ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს ძლიერი პარტნიორი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია დოქტრინაზე, განათლებაზე, წვრთნაზე და ავღანეთში საქართველოს [შეიარაღებული ძალების] განთავსებისთვის მომზადებაზე”.
 
ივნისის დასაწყისში ნატოს შეიარაღებული ძალების და ევროპაში აშშ-ის სარდლობის (EUCOM) მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა, რომ ”საქართველოსთვის მიზანშეწონილია, რომ ჰყავდეს სამხედრო ძალა, რომელსაც აქვს თავდაცვის საშუალება და ასევე შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კოალიციურ ოპერაციებში”.

მან ასევე დასძინა: ”მე ვეთანხმები ამჟამინდელ, წინდახედულ პოლიტიკას, რათა უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დროს ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ფუნდამენტალურ ინტელექტუალურ საკითხებზე, როგორიცაა წვრთნა, დოქტრინა და პერსონალის მართვა - საქართველოში ცოტა ხნის წინ ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში გამართული წვრთნები სწორედ ამის  მაგალითია. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას მოზომილი და მიზანმიმართული დახმარების აღმოსაჩენად ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენ ერაყში დაგვეხმარა და რომელმაც გამოთქვა სურვილი დაგვეხმაროს ავღანეთში”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33