Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას ჯერ არ აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ივლ.'09 / 13:25

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო არ არის მზად იმ ტიპის შეიარაღების შესაძენად, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბიდენის თბილისში ვიზიტამდე საუბრობდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში სელესტ უალანდერმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ სამომავლოდ ეს საკითხი დღის წესრიგში არ გაჩნდება.
 
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც მას სთხოვეს კომენტარი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც იგი სთხოვს აშშ-ს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს, კერძოდ ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა უილიამ დელაჰანტმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, რომელიც საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის  კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა, ჰკითხა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს: ”თუ ჩვენ ვაპირებთ ურთიერთობების გადატვირთვას [რუსეთთან], რატომ დავასხათ ნავთი ისედაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციას?”

უალანდერმა უპასუხა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განცხადება საქართველოს თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თბილისში ვიზიტამდე გააკეთა და ამ უკანასკნელს მიეცა შესაძლებლობა ეს საკითხი თბილისში ვიზიტის დროს განეხილა.

”იგი [ვიცე-პრეზიდენტი] ძალიან მკაფიო იყო ამ საკითხთან მიმართებაში... ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პასუხისმგებლობით აღსავსე და ჯანსაღი თანამშრომლობის პროგრამას საქართველოსთან თავდაცვის სფეროში, რომელიც მიმართულია საქართველოს [სამხედროების] განათლების, წვრთნისა და სამეთაურეო შესაძლებლობების ზრდისკენ, ასევე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბებისკენ” - განაცხადა მან.

”მაგრამ საქართველო არ არის მზად ისეთი ტიპის იარაღის შეძენისთვის, რომელზეც პრეზიდენტი [სააკაშვილმა] საუბრობდა. მომავლისთვის ეს საკითხი რჩება დღის წესრიგში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ საქართველო მზად არის ამ ტიპის თავდაცვითი [შეიარაღების] შესაძენად,” - დასძინა მან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კონგრესმენმა დელაჰანტმა საქართველოსთან მიმართებაში წამოჭრა იყო თბილისის სურვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ამერიკელი დამკვირვებლებიც შეუერთდნენ. კონგრესმენი ამგვარი შესაძლებლობის წინააღმდეგაც გამოვიდა.

უალანდერმა უპასუხა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს, რომ ჯერ ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს მოიწვიოს აშშ თუ არა, ხოლო მოწვევის შემთხვევაში, ვაშინგტონმა უნდა განიხილოს ეს შემოთავაზება. მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა ჯერ ”ნაადრევია.”

მოსმენის დროს უალანდერმა და ფილიპ გორდონმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რომელიც ასევე ესწრებოდა იმავე საკომიტეტო განხილვას აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ვაშინგტონის რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის” პოლიტიკა არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ხარჯზე.   

გორდონის თქმით, საქართველო და უკრაინა თავისუფალნი უნდა იყვნენ არჩევანსი თუ უსაფრთხოების რომელ ალიანსს შეუერთდებიან. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამ ქვეყნებს ”ბევრი სამუშაო აქვთ გასაწევი” და აშშ განაგრძობს მათ დახმარებას, რათა დააკმაყოფილონ ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმები.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20