Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 ივლ.'09 / 18:57

პარლამენტმა 31 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა და ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა არსებული ცხრიდან თხუთმეტამდე გაიზრდება. 

საბჭოს სამი ახალი წევრია დავით აფრასიძე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (2008 წლის თებერვლამდე იგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ თოქშოუს წამყვანი იყო); ზურაბ დავითაშვილი, ყოფილი დეპუტატი მმართველი პარტიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,და დავით კანდელაკი, დოკუმენტური ფილმების რეჟისორი; ეს უკანასკნელი დეპუტატ გია თორთლაძის კანდიდატურაა, ხოლო დანარჩენები მმართველი პარტიის.

სამი კანდიდატურა პრეზიდენტმა სააკაშვილმა წამოაყენა თითოეული სამი ადგილისთვის; შედეგად, სულ ცხრა კანდიდატი იყო წამოყენებული. პარლამენტის მიერ კენჭისყრა ფაქტიურად ფორმალობას წარმოადგენდა, რადგანაც მომავალი წევრების ვინაობა უკვე წინასწარ იყო ცნობილი.

ამ ახალი დანიშვნის შედეგად ცხრაწევრიან საბჭოში ამჟამად რვა წევრია. აპრილში საბჭოს ოთხმა წევრმა, როგორც მათ განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ხელისუფლების სასარგებლოდ პოლიტიკური მოვლენების მიკერძოებული გაშუქების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს. დარჩენილ ერთ ვაკანტულ ადგილზე კანდიდატების წარდგენა აგვისტოში იგეგმება.

საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 10 აგვისტოსთვის დანიშნავს; ეს პოსტი ვაკანტური რჩება მას შემდეგ, რაც ლევან ყუბანეიშვილმა გაურკვეველი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა.

31 ივლისს პარლამენტმა ასევე უყარა კენჭი პირველი მოსმენით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების პროექტს, რომლის თანახმადაც სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა არსებული ცხრიდან თხუთმეტამდე გაიზრდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრების რაოდენობის ზრდა საშუალებას მისცემს ოპოზიციას თავისი სასურველი კანდიდატები დაასახელოს.

20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი საბჭოს რეორგანიზება შესთავაზა. შედეგად ოთხ ადგილს ხელისუფლების მიერ წარდგენილი წევრები დაიკავებდნენ, ოთხს კი ოპოზიციის მიერ დასახელებულნი. დარჩენილ ერთ ადგილს, სააკაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაიკავებდა. თუმცა, ეს უკანასკნელი შემოთავაზება მოგვიანებით შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინიციატივა საბჭოს წევრების რაოდენობის 15-მდე გაზრდის თაობაზე, სადაც მმართველი პარტია და ოპოზიცია თითოეული შვიდ ადგილს მიიღებდა, ხოლო ერთ ადგილს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაიკავებდა.

დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის არჩევის გადადების წინადადებით გამოვიდნენ, სანამ არ მოხდებოდა საბჭოს ახალი სტრუქტურის დამტკიცება. ეს ინიციატივა მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა.

დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან ასევე მოითხოვეს საბჭოსთვის მეტი ძალაუფლების მინიჭება. პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმაც ისაუბრა საბჭოსთვის მეტი ძალაუფლების მინიჭების თაობაზე, თუმცა რაიმე კონკრეტული წინადადება ჯერჯერობით არ მომზადებულა. სამეურვეო საბჭოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში სიტყვის უფლება ნაკლებად აქვს. მისი ფუნქცია შემოიფარგლება პროგრამის პრიორიოტეტების განსაზღვრით. დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან განაცხადა, რომ საბჭოში წევრთა რაოდენობის ზრდას აზრი არ ექნება საბჭოს ძალაუფლების გაზრდის გარეშე.         

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32