Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზური ოპოზიცია გალის მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მინიჭების წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აგვ.'09 / 12:00

აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ოპოზიციამ მოუწოდა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს არ მოაწეროს ხელი ცვლილებას კანონში მოქალაქეობის შესახებ, რაც გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აფხაზურ მოქალაქეობას მიანიჭებს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

31 ივლისს აფხაზეთის პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების თანახმად, ის ქართველები, რომლებიც გალის რაიონში საცხოვრებლად 2005 წლამდე დაბრუნდნენ, შეძლებენ აფხაზური მოქალაქეობის მიღებას.

სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გალში ამჟამად დაახლოებით 50,000 ადამიანი ცხოვრობს.  

მან განუცხადა ”აფსნიპრესს”, რომ ცვლილება არ შეეხებათ იმ ქართველებს, რომლებიც გალში 2005 წლის შემდეგ დაბრუნდნენ. მისი თქმით, ისინი მხოლოდ ათწლიანი ცხოვრების შემდეგ მიიღებენ აფხაზურ მოქალაქეობას.

თუმცა, რამოდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა დაგმო ეს ცვლილება და განაცხადა, რომ პარლამენტმა იგნორირება გაუკეთა ”ამ გადაწყვეტილების ყველა სახიფათო შედეგს”.

”ამ მომენტიდან ქართული ეროვნების აფხაზეთის მოქალაქეები იმდენივე გახდნენ, რამდენიც აფხაზური ეროვნების,” - განაცხადეს მათ 3 აგვისტოს გავრელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რომელსაც ხელს აწერენ აფხაზ ხალხთა ერთობის ფორუმი, აფხაზ ომის ვეტერანთა კავშირი და საზოგადოებრივი მოძრაობა ”ახაცა”, კანონში ამ ცვლილების შეტანის შედეგად ”ყველა თანაბარი ხდება - ისინი, ვინც იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის და ისინი, ვინც ხელს უწყობდნენ საქართველოს კოლონიალური ინტერესების განხორციელებას”.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიიღო, რადაგანაც სწორედ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ხმების იმედი აქვს.

”პარლამენტის წევრებმა, რომელთაც ხმა მისცეს ამას [ცვლილებას], საფუძველი ჩაუყარეს ქართველების მიერ აფხაზეთის კოლონიზაციის ახალ ტალღას... მათი ძალისხმევის გამო, ჩვენ ისევ გავხდებით უმცირესობა ჩვენ სამშობლოში,” - ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მხოლოდ ის მოქალაქეები მიიღებენ მოქალაქეობას, რომელთაც არ მიუღიათ მონაწილეობა 90-იანი წლების საომარ მოქმედებებში.

მისი თქმით, გალის რაიონის მაცხოვრებლებს ასევე მოუწევთ საქართველოს მოქალაქეობაზე ”წერილობითი”  უარის თქმა აფხაზური მოქალაქეობის მისაღებად. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70