Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის არჩევისას გამჭირვალობისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აგვ.'09 / 17:28

მედია აქტივისტების და ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ”გამჭირვალე და სამართლიანი” არჩევნები.

თექვსმეტი ადამიანი იბრძვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტისთვის, რომელიც მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლევან ყუბანეიშვილმა თანამდებობდა დატოვა; მას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ის კანდიდატებს მეორე ტურისთვის  მათი პროფესიული გამოცდილების და მაუწყებლის განვითარებაზე მათი ხედვის საფუძველზე 6 აგვისტოსთვის შეარჩევს, ხოლო შემდეგ მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრებებს გამართავს და გამარჯვებულს 10 აგვისტოსთვის გამოავლენს.

გავცელებული ინფორმაციით, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ჭანტურია, რომელიც ყუბანეიშვილის მოადგილე იყო, ხელისუფლებისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატია და სავარაუდოდ, სწორედ მას აირჩევს სამეურვეო საბჭო.

პეტიცია, რომელიც მედია აქტივისტების ჯგუფმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა ინტერნეტით 3 აგვისტოს გაავრცელეს, მოითხოვს სამეურვეო საბჭოსგან უზრუნველყოს გამჭირვალე საარჩევნო პროცესი და მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრებები პირდაპირ ეთერში გადაიცეს, რათა გაბათილდეს ვარაუდები, რომ მთლიანი საარჩევნო პროცედურები უბრალო ფორმალობაა და რომ გამარჯვებული უკვე გარკვეულია.

საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განაცხადა, რომ საბჭო ამ მოთხოვნის წინააღმდეგია.

გახელაძის თქმით, კანონი არ ავალდებულებს საბჭოს გასაუბრებები საჯარო გახადოს და მეორე მხრივ, განაგრძო მან, გასაუბრებებზე შესაძლოა დასმული იქნას ისეთი კითხვები, რომლებიც ”პირადი ხასიათის ინფორმაცია” შეიცავს. მან ასევე განაცხადა, რომ საბჭოს წევრებს უნდა ჰქოდეთ საშუალება იმუშაონ და მიიღონ გადაწყვეტილებები ”მშვიდ პირობებში” სატელევზიო კამერების გარეშე.

4 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლენთან შეხვედრაზე ძირითადი კანდიდატები შეთანხმდნენ, რომ მათთან გასაუბრება საბჭოს წევრებმა პირდაპირ ეთერში გამართონ. შეხვედრას, რომელიც ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, არ დასწრებია გია ჭანტურია.    

პეტიციას, რომლის ინიციატორებიც არიან ჟურნალების ”ცხელი შოკოლადი” და ”ლიბერალის” გამომცემლები, ასევე ჟურნალისტები ნინია კაკაბაძე, ნინო ზურიაშვილი; ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და მედია მკვლევარი ნინო დანელია, სამშაბათს შუადღისთვის 70-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა და  ის 6 აგვისტომდე ღიაა ხელმოწერებისთვის.

პეტიცია ასევე მოუწოდებს სამეურვეო საბჭოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცეს დებატები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში გასული კანდიდატები, სამეურვეო საბჭოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. როგორც მოსალოდნელია მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის შედგება პირდაპირ ეთერში დებატები, თუმცა აუდიტორიის დასწრების გარეშე.

”ჩვენს მიერ წამოყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და უფლებას ვიტოვებთ, მოვითხოვოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნების გადატანა ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე,” - ნათქვამია პეტიციაში.

ამჟამად სამეურვეო საბჭოში რვა წევრია (სამი მათგანი ახალი არჩეულია); ერთი ადგილი ვაკანტური რჩება. გასულ კვირაში მმართველი პარტია გამოვიდა ინიციატივით საბჭოს წევრების რაოდების ცხრიდან თხუთმეტამდე გაზრდასთან დაკავშირებით და ეს წინადადება პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30