Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში სამი კანდიდატი გავიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 აგვ.'09 / 13:36

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 6 აგვისტოს თხუთმეტი კანდიდატიდან სამი შეარჩია, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გავიდნენ.  

საბჭოს რვა წევრმა ფარული კენჭისყრით შემდეგი კანდიდატები შეარჩია: გია ჭანტურია, გენერალურ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ლევან ყუბანეიშვილის გადადგომამდე მისი მოადგილე იყო; ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და რეჟისორი გიორგი კაჭარავა.  

ქორიძემ და კაჭარავამ შვიდ-შვიდი ხმა მიიღებს, ხოლო ჭანტურიამ - ექვსი. (კანდიდატების ბიოგრაფიები და მათი საპროგრამო პრიორიტეტები იხილეთ ქვემოთ ბმულებში)

საბჭოს თითოეულ წევრს იმდენი კანდიდატისთვის შეეძლო ხმის მიცემა, რამდენისთვისაც სურდათ; მეორე ტურში ის კანდიდატები გავიდნენ, რომელთაც ხუთ ხმაზე მეტი მიიღეს. 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა თანამფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა მხოლოდ 1 ხმა მიიღო.

კაჭარავა, რომელმაც შვიდი ხმა მიიღო, საბჭოსთვის წარდგენილი პროგრამულ პრიორიტეტებში, ყველაზე მეტ ყურადღებას სატელევიზიო სერიალების და გასართობი შოუების წარმოების აუცილებლობას უთმობს.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი სულ 16-მა ადამიანმა წარადგინა, თუმცა ერთი კანდიდატი, რუსულენოვანი სატელევიზიო ქსელის RTVi-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ციხისელი კონკურსზე არ დაუშვეს არასწორედ შევსებული სარეგისტრაციო დოკუმენტების გამო.

7 აგვისტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა დებატები სამ კანდიდატს შორის, რომელსაც ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წარუძღვება.

სატელევიზიო დებატები აუდიტორიის გარეშე ჩატარდება.საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ერთი ჯგუფი ითხოვდა, რომ დებატებს სტუდიაში მათი წარმომადგენლებიც დასწრებოდნენ რათა საშუალება ქონოდათ შეკითხვები დაესვათ კანდიდატებისთვის. ეს ჯგუფი ასევე მოითხოვს სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ სამ კანდიდატთან გასაუბრებების პირდაპირ ეთერში ჩვენებას. თუმცა, სამეურვეო საბჭომ არც ეს მოთხოვნა გაიზიარა.

გია ჭანტურია - ბიოგრაფია / პროგრამული პრიორიტეტები
ზვიად ქორიძე - ბიოგრაფია / პროგრამული პრიორიტეტები
გიორგი კაჭარავა - ბიოგრაფია / პროგრამული პრიორიტეტები

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34