Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი მოქალაქეობის შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'09 / 19:57

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 6 აგვისტოს გააუქმა თავისი გადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც გალის რაიონში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი აფხაზური მოქალაქეობის მიღებას შეძლებდა.

ამ გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე სეპარატისტულმა პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რამაც ოპოზიციური ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.

საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინებოდა, რომ აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ცვლილება, რომლისთვისაც იგი კანონის ძალის მინიჭებას აპირებდა, უკანვე დაუბრუნა პარლამენტს ”გადასახედად”.

ერთობლივ განცხადებაში აფხაზ ხალხთა ერთობის ფორუმმა, აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირმა და საზოგადოებრივმა მოძრაობა ”ახაცა” დაგმეს ცვლილება, რომელიც აფხაზმა დეპუტატებმა 31 ივლისს მიიღეს და მას აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი უწოდეს.

”ამ მომენტიდან ქართული ეროვნების აფხაზეთის მოქალაქეები იმდენივე გახდნენ, რამდენიც აფხაზური ეროვნების,” - განაცხადეს მათ 3 აგვისტოს გავრელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიიღო, რადგანაც სწორედ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ხმების იმედი აქვს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72