Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებები საჯარო გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აგვ.'09 / 16:04

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენდირექტორის არჩევის პროცესის გამჭვირვალეობის შესახებ გაკეთებული მოწოდებების შემდეგ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო და კანდიდატებთან გასაუბრების ვიდეო ჩანაწერები მაუწყებლის ვებგვერდზე დადო.

ვიდეო ჩანაწერები გასაუბრებების ჩატარების დღეს, 7 აგვისტოს მოგვიანებით დაიდო ვებგვერდზე. 7 აგვისტოს საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე პირდაპირ ეთერში კანდიდატებს შორის დებატებიც  გაიმართა.

საბჭოს რვა წევრმა 6 აგვისტოს ფარული კენჭისყრით 15 კანდიდატიდან შემდეგი კანდიდატები შეარჩია: გია ჭანტურია, გენერალურ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ლევან ყუბანეიშვილის გადადგომამდე მისი მოადგილე იყო; ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და რეჟისორი გიორგი კაჭარავა. 

გასაუბრების დროს გია ჭანტურიამ განუცხადა საბჭოს წევრებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, იგი მხარს დაუჭერს სამეურვეო საბჭოსთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას და დანერგავს, როგორც მან აღნიშნა, მართვის უფრო მოქნილ და ეფექტურ სტრუქტურას.

ჭანტურიამ, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობისას მაუწყებლის მთავარი პროდიუსერი იყო, განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა იმდენი გავლენა, რომ ზემოქმედება მოეხდინა შესყიდვებთან და საინფორმაციო გადაცემებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. ისეთ საკითხებზე, როგორიც არის შეყიდვები და საინფორმაციო პოლიტიკა, ჭანტურიამ განაცხადა, რომ ის ვერ იქნებოდა მათზე პასუხისმგებელი, რადგან ეს მისი კურირების სფეროები არ იყო.

მან განაცხადა, რომ კარგად ესმის, რომ საზოგადოება გამჭირვალობას ითხოვს, მაგრამ მისთვისაც კი ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელი იყო, არა იმიტომ, რომ ვიღაც უბლოკავდა, არამედ არსებული მმართველობის სტრუქტურის გამო, რომელშიც მას არ ქონდა საშუალება, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

თუმცა, მან ასევე განუცხადა საბჭოს წევრებს, რომ სულაც არ ცდილობს საკუთარი თავი კარგად წარმოიაჩინოს, ხოლო სხვები ცუდად.

ჭანტურიას თქმით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, იგი მაუწყებლის ფინანსებს უფრო გამჭირვალეს გახდის.

ჭანტურიამ, რომელიც ხელისუფლების სასურველ კანდიდატად მიიჩნევა, დაიცვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო გადაცემები ყველაზე მეტად დაბალანსებულია სხვა ქართულ ტელეარხებთან შედარებით.

მისი თქმით, მას ჟურნალისტების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება, ”მაგრამ საჭიროა მათი პროფესიონალიზმის გაზრდა.” მან იქვე დასაძინა, რომ საჭიროა მთავარი მოვლენების უფრო სიღრმისეული გაშუქება.

სატელევიზიო დებატების დროს ჭანტურიამ, დანარჩენი ორი კანდიდატის მსგავსად, პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ”აუცილებლად” გაუშვებს ჟურნალისტურ გამოძიებებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავდა ჟურნალისტთა ჯგუფი საგამოძიებო სიუჟეტების მოსამზადებლად, თუმცა მაუწყებელი ამ ტიპის რეპორტაჟებს არ უშვებდა.

მართალია ჭანტურიამ თავი აარიდა ამ საკითხს და განაცხადა, რომ მთავარი პროდიუსერის რანგში მასზე არ იყო დამოკიდებული გაერკვია, თუ რატომ არ უშვებდა მაუწყებელი ჟურნალისტურ გამოძიებებს, იგი შეეცადა ამაში ჟურნალისტების ჯგუფი დაედანაშაულებინა, განაცხადა რა, რომ ”რამდენადაც მე ვიცი, ისინი არ აქტიურობდნენ”.

საბჭოსთან გასაუბრების დროს და შემდეგ სატელევიზიო დებატების დროს, ჭანტურიამ ის საკამათო საკითხიც ახსენა, რომელიც უკავშირდება მის მიერ ჰომოსექსუალების მისამართით დამამცირებელი ტერმინის გამოყენებას წინასწარ ჩაწერილი დისკუსიის დროს, რომელიც ქართული ყოველთვიური ჟურნალის ”ცხელი შოკოლადის” მიერ იქნა ორგანიზებული და მიეძღვნა პირველი არხის განახლებულ სამაუწყებლო ბადეს. ჩანაწერი ჟურნალის დეკემბრის გამოცემაში გამოქვეყნდა.

მართალია სატელევიზიო დებატების დროს ჭანტურიამ აღიარა, რომ ”გამონთქვამები იყო არაკორექტული”, მან იქვე დასძინა რომ ის ”ცხარე” დისკუსია იყო და ეს ”არაკორექტული გამონათქვამები” მან ”აღელვების ფონზე” თქვა. მან ჟურნალიც დაადანაშაულა და თქვა რომ მისი გამონათქვამები არასწორ კონტექსტში იქნა დაბეჭდილი. 

კიდევ ერთმა კანდიდატმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი სარედაქციო პოლიტიკა და განუცხადა საბჭოს წევრებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აკლია ”ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა”, როდესაც ჟურნალისტები სწავლობენ და იძიებენ ფაქტებს, ნაცვლად იმისა, რომ ექსპერტების კომენტარები გადმოცენ როგორც ფაქტები.

საბჭოს წევრის კითხვაზე, თუ რა მიაჩნდა მას ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად - პროფესიონალიზმის ნაკლებობა თუ "სხვა რამ" - ქორიძემ უპასუხა, რომ მიზეზი ორივეა. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრების დროს არავინ დააკონკრეტა ”სხვა რამ”, ზოგადად, როდესაც საუბარია ქართული ტელეარხების და მედიის თავისუფლების პრობლემებზე, მედია კომენტატორები ძირითადად ორ ფაქტორს ასახელებენ - საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელეარხების ხელისუფლების მხრიდან კონტროლი და პროფესიონალიზმის ნაკლებობა. 

ქორიძის თქმით, პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ფაქტებზე დაფუძნებული, პროფესიუნალური ჟურნალისტიკის არსებობაში.

მესამე კანდიდატმა, გიორგი კაჭარავამ, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის, განუცხადა საბჭოს, რომ მიუხედავად დიდი გამოცდილებისა ფილმების და ტელესერიალების წარმოებაში, საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამები მის ”სუსტ წერტილს” წარმოადგენს.

”მაგრამ მე ვიცი ერთი პრინციპი - ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი წარმოდგენა, რომ ვიღაცა იბლოკება,” - განაცხადა მან.

მან ასევე განუცხადა საბჭოს, რომ მისი სურვილია, რომ ტელევიზია იყოს პოპულარული და "ფულის მომტანი". თუმცა, კაჭარავამ იქვე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ დაბალი რეიტინგის მქონე პროგრამები, რომლებიც ”საჭიროა”, უნდა ”მოვისროლოთ”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30