Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 სექ.'09 / 11:02

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომელი პატიმრობიდან გაათავისუფლეს იმ დანარჩენ 384 მსჯავრდებულთან ერთად, რომელთაც შეეცავალათ სასჯელის ფორმა - პატიმრობა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობას დაექვემდებარა, განაცხადა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ.

სამინისტროს განცხადებით, სასჯელის ფორმა შეეხო იმ პატიმრებს, რომელთაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან,   სასამართლოსთან, მოიხადეს თავისუფლების აღკვეთის კანონით დადგენილი ვადა   და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში არ დაურღვევიათ შინაგანაწესი და რეჟიმი.

გია ალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მაშინდელი უფროსი, და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამი თანამშრომელი - ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე 2006 წლის მარტში დააპატიმრეს. 2006 წლის ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ რვა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა ზიანის მიყენებისთვის, რამაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია.

სააპელაციო სასამართლომ მათი განაჩენი 2006 წლის დეკემბერში ძალაში დატოვა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირა. შემდეგ 2008 წლის ნოემბერში ოთხივეს ვადა განახევრდა პრეზიდენტის შეწყალების აქტით.

გირგვლიანის მკვლელობის საქმე 2006 წელს მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა და კვლავაც დროდადრო ხდება მისი წამოწევა პოლიტიკური დაპირისპირების დროს იმ არსებული ბრალდებების გამო, რომ გამოძიებამ დამალა შსს-ის მაღალჩინოსანთა და შს მინისტრის მეუღლის შესაძლო კავშირი მკვლელობის საქმესთან.

კვირას ქართულმა მედიამ განაცხადა, რომ ოთხივე ყოფილი მსჯავრდებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა, რომელმაც კურთხევა მისცა მათ, რომ მომდევნო ერთი წელი მონასტერში გაატარონ; ტელევიზიებმა ასევე უჩვენეს სამების საკათედრო დაძარში გადაღებული კადრები, სადაც ოთხივე ყოფილი მსჯავრდებული სანთლებით ხელში დგანან.

       

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12