Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპატრიარქო ”მიზანმიმართულ ანტიეკლესიურ კამპანიაზე” საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 სექ.'09 / 19:25

საქართველოს საპატრიარქომ უარყო რაიმე კავშირი და ”დეზინფორმაცია” უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული ოთხი ყოფილი პოლიციელის გათავისუფლებაში რაიმე წვლილი მიუძღვის ან ამ პირების ერთწლიან შეფარებას აპირებს მონასტერში.

კვირას ქართული მედია საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ოთხივე ყოფილი მსჯავრდებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა, რომელმაც კურთხევა მისცა მათ, რომ მომდევნო ერთი წელი მონასტერში გაატარონ; ტელევიზიებმა ასევე უჩვენეს სამების საკათედრო ტაძარში გადაღებული კადრები, სადაც ოთხივე სანთლებს ანთებენ.

7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო ილია II-სა და ოთხი პირის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე არაფერს ამბობს, თუმცა უარყობს იმ ინფორმაცია, რომ მოხდა მათთვის კურთხევის მიცემა რათა მათ მომდევნო ერთი წელი მონასტერში გაატარონ. 

”უნდა განვაცხადოთ, კათოლიკოს-პატრიარქს არც მათ ვადამდე გათავისუფლებაში აქვს რაიმე კავშირი და არც რომელიმე მონასტერში ისინი არ გაუგზავნია,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

იქვე, აღნიშნულია რომ ეს ”დეზინფორმაცია” ნაწილია იმ ”ანტიეკლესიური კამპანიისა”, რომელიც ბოლო დროს ზოგიერთ ინტერნეტ და საგაზეთო გამოცემებში დაიწყო.

გასულ კვირას საპატრიარქომ ასევე გააკრიტიკა ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო სიუჟეტი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებულ ორ რუს ჟურნალისტს ეძღვნებოდა. დელეგაციის ერთი წევრი შემოუშვეს საქართველოში და ის პატრიარქსაც შეხვდა. 

”იმედის” სიუჟეტში ნათქვამი იყო: ”საქართველოს  ეკლესია შეიძლება ძალიან სახიფათო თამაშში იქნას ჩათრეული და რომ არ არის გამორიცხული პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი რუსულმა ძალებმა იდეოლოგიური ინტერვენციის გათეთრებისთვის გამოიყენონ”.

”საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დამცველად და ყველა მისი ნაბიჯი და მოქმედება მხოლოდ ამ მიზნით იყო და კვლავაც იქნება ნაკარნახევი,”- განაცხადა საპატრიარქომ 5 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ”ამდენად, ბრალდება ნებსით თუ უნებლიედ ეკლესიის მიერ უცხო ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობაზე სრულიად უსაფუძვლოა”.

მოგვიანებით ”იმედმა” განაცხადა, რომ მის რეპორტაჟი მიზნად არ ისახავდა საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაციას.

”ჩვენ მთავარი აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთიდან გამომდინარე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საფრთხეებზე,”- აღნიშნა ტელეკომპანიამ საპასუხოდ.

”ამ მორიგმა დეზინფორმაციამ [გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით] საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია,”- საპატრიარქოს 7 სექტემბრის განცხადებაში. 

გია ალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მაშინდელი უფროსი და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამი თანამშრომელი - ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე ორი დღის წინ 384 მსჯავრდებულთან ერთად ვადამდე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ შარშან ნოემბერში პრეზიდენტის შეწყალების აქტით სასჯელის ვადა გაუნახევრდათ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააპროტესტეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ახალი მემარჯვენეები 7 სექტემბერს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აცხადებენ, რომ გირგვლიანის ”მკვლელების” გაათავისუფლება არის ”საზოგადოების ცინიკური გამოწვევა”.

”საქართველოში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად აუცილებლად დაისჯება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მონაწილე ყველა პირი,”- ნათქვამია განცხადებაში, ”შემაშფოთებელი ის არის, რომ მკვლელობის შემსრულებელთა და შემკვეთთა სიას ნებაყოფლობით მიემატნენ უპასუხისმგებლო და ამავე დროს, უკვე დამნაშავე პროკურორები, მოსამართლეები, შეწყალების კომისიის წევრები და პრეზიდენტი სააკაშვილი”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11