საქართველოს მთავრობა გეგმავს განავითაროს ”სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში”, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 11 სექტემბერს.
მან ტელეკომპანია ”კავკასიას” განუცხადა, რომ ეს იქნება ყოვლისმომცველი დოკუმენტი თბილისის სტრატეგიასა და მის ხედვაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხების ფართო სპექტრზე. პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ამ დოკუმენტმა ასევე უნდა მოიცვას ისეთი სამართლებრივი თემები, როგორიცაა, მაგალითად, გალში ქართველ მოსწავლეებზე გაცემული ატესტატების ვარგისიანობა დანარჩენ საქართველოში.
იაკობაშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ ადამიანებს შორის კონტაქტები უნდა იქცეს ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უნდა დაეკისროთ წამყვანი როლი ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებაში.