Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია თბილისის მერის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 სექ.'09 / 19:30

ალიანსმა საქართველოსთვის განაცხადა 22 სექტემბერს, რომ მისი ლიდერი ირაკლი ალასანია 2010 წლის 30 მაისს დაგეგმილ თბილისის მერის არჩევნებში აპირებს კენჭისყრას.  

ალიანსმა, რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას - ალასანიას ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელებს და ახალ მემარჯვენეებს აერთიანებს - ასევე განაცხადა, რომ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მათი კანდიდატი იქნება.

სოზარ სუბარმა, რომლის უფლებამოსილების ვადაც 16 სექტებერს ამოიწურა, ალიანსში გაწევრიანების შესახებ 22 სექტემბერს გააკეთა განცხადება.

”დღევანდელი ჩვენი გაერთიანება იქნება ის გაერთიანება, ის ალტერნატივა ხელისუფლების, რომელიც შეძლებს ისეთი ცვლილებების განხორციელებას ქვეყანაში, რომ საზოგადოებას გაუჩნდება თანამონაწილეობის განცდა,”- განაცხადა ალასანიამ 22 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას და დასძინა, რომ მის ძალას აქვს ”პრეტენზია ძირეული ცვლილებები” განახორციელოს და  ”საქართველოში ადგილობრივი არჩევნების პირობებში მოვიდეს ხელისუფლებაში”.

”ბატონ სოზართან ერთად ვაპირებთ პრინციპული ბრძოლა გავმართოთ საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის, სამართლიან ვითარებაში საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისთვის და ერთობლივად, ერთიანი ძალებით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას,”- განაცხადა მან 22 სექტემბერს ალიანსის ახალი წევრის წარდგენისას.

მან სუბარი დაახასიათა, როგორც ”პრინციპული”, ”სამართლიანობისთვის მებრძოლი” და ”ძალიან დიდი ავტორიტეტის” მქონე პიროვნება.

სოზარ სუბარი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავდა ჯერ კიდევ სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობისას.
 
”ჩვენ პირობას ვდებთ, რომ საქართველოში მივაღწევთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე, პირველ რიგში ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები,”- განაცხადა სუბარმა დღეს პრესკონფერენციაზე, ”ეს იქნება გზა იმისკენ, რომ ჩატარდება დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის და მივაღწევთ იმას, რომ ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით და შეიცვალოს ქვეყნის განვითარების კურსი”.

ალასანიამ დღეს ალიანსის კიდევ ერთი ახალი წევრის შესახებ გააკეთა განცხადება. კერძოდ, ალიანსი საქართველოსთვის ასევე შეუერთდა კოკა გუნცაძე, ამ დრომდე უპარტიო პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლისას ახალი მემარჯვნეების, ხოლო შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრი იყო. გუნცაძე აპრილის საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსით.

ალიანსი საქართველოსთვის მიმდინარე კვირას ოფიციალურად შეუერთდა იმ სამუშაო ჯგუფს, რომელიც საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაზე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მარტიდან მუშაობს.

მანამდე გაზაფხულის საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები უარს აცხადებდნენ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე, სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციას თავიდანვე მხოლოდ მრეწველთა პარტია წარმოადგენდა. ჯგუფში მონაწილეობაზე, რომელიც ძირითადად საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა ლეიბორისტულმა პარტიამაც, თუმცა მალევე უკან გაიწვია ეს გადაწყვეტილება.

პრეზიდენტი სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების 2010 წლის 30 მაისს ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არჩევნები დანიშნული არ არის.

ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი, თუ რა სისტემით ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები. ერთადერთი პირობა, რომელიც ხელისუფლებამ დადო ის არის, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნება არჩეული. ამჟამად თბილისის მერს საკრებულო ირჩევს. პირდაპირი არჩევნები, სავარაუდოდ, მხოლოდ თბილისს შეეხება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ისევ მისაღებია.

ალიანსი საქართველოსთვის ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არ იქნას დაშვებული ”მოგებულს ყველაფერი რჩება” სისტემა თბილისის მერის არჩევნების დროს, რომლის დროსაც ის კანდიდატი გამოცხადდება გამარჯვებულად, რომელსაც ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ექნება და არა 50%-ზე მეტი. ოპოზიცია იმ სისტემას დაუჭერს მხარს, როდესაც მეორე ტური ცხადდება, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50%-ზე მეტს პირველ ტურში.

ამ ეტაპზე ირაკლი ალასანია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე. ამ განცხადების შემდეგ ალასანია ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა. ეს უკანასკნელი თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატად მიიჩნევა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია.

კონსერვატიულმა პარტიამ 11 სექტემბერს ოპოზიციურ ძალებს სტრუქტურული გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რომელსაც შიდა არჩევნების, ე.წ. პრაიმერის გზით გამოვლენილი ერთიანი ლიდერი ეყოლება.

”ოპოზიციური გაერთიანება გაცილებით ეფექტური იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში, ვიდრე დაქსაქსული პარტიები ცალ-ცალკე მიუხედავად იმისა, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ ყველა ერთად - ახალ საპროტესტო ტალღას თუ არჩევნებში მონაწილეობას,” - განაცხადა კონსერვატიულმა პარტიამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29