Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის საქმე: ღვალაძეს საპროცესო შეთანხმებით 2-წლიანი პატიმრობა შეეფარდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 სექ.'09 / 18:54

პროკურატურამ მუხროვანის ამბოხის საქმის მთავარ ფიგურასთან გია ღვალაძესთან და კიდევ 12 განსასჯელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ყველა მათგანი უკვე დაიკითხა სასამართლოზე.

ღვალაძის ადვოკატმა მაია ჯულაგიძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ საპროცესო შეთანხმება, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ასევე დანაშაულის აღიარების საფუძველზე დაიდო, ითვალისწინებს მისი კლიენტისთვის თავისუფლების 2 წლით აღკვეთას.

გია ღვალაძეს ბრალი ედება ამბოხების მზადება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამავე დროს იგი კობა კობალაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მოწმეა. მის მიერ  მიცემული ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც 2004 წლამდე ეროვნული გვარდიის სარდალს, კობალაძეს ბრალი წაუყენეს 315-ე მუხლის მეორე ნაწილით.

საპროცესო შეთანხმებების შესახებ შუამდგომლობა პროკურორმა 28 სექტემბერს, სასამართლო პროცესის მესამე ნაწილში მას შემდეგ დააყენა, რაც ღვალაძის ორდღიანი სასამართლო დაკითხვა დასრულდა. 

პროკურატურის შუამდგომლობა ითვალისწინებდა 13 განსასჯელის საქმის ძირითადი პროცესიდან გამოყოფას.  მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა ცნო რა ის ”საფუძვლიანად”.  მისი თქმით, 13 განსასჯელის საქმე ცალკე გამოიყოფა და ის სხვა მოსამართლეს დაეწერება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის გარეშე დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებებით გათვალისწინებულ პირობებს.

ღვალაძის გარდა საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა ვლადიმერ გულიკაშვილთან, ილია ღამბარაშვილთან, დავით გვენცაძესთან, ზაზა მუშკუდიანთან და დავით პეტრიაშვილთან - ხუთივეს დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი) ედება ბრალად და ისინი უკვე დაკითხა სასამართლომ; ასევე კახაბერ ჯოლბორდთან, გიორგი სამადალაშვილთან, პაატა ხოხაშვილთან – სამივეს დაუმორჩილებლობაში (316-ე მუხლის II ნაწილი) ედებათ ბრალი; კახაბერ დვალთან, დავით ამირიძესთან, უჩა ჩოხელთან, გელა გოგალაძესთან, - ოთხივეს დაუმორჩილებლობაში დახმარებაში (25-316-ე მუხლის II ნაწილი) ედებათ ბრალი. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა.

საპროცესო გარიგების საკითხის განხილვამდე სასამართლომ 28 სექტემბრის სხდომაზე გია ღვალაძის დაკითხვა განაგრძო, რომელიც წინა სხდომაზე, 24 სექტემბერს, დაიწყო.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კობა კობალაძის ადვოკატებმა და თავად ეროვნული გვარდიის ყოფილმა მეთაურმაც ღვალაძეს არა ერთი შეკითხვა დაუსვეს იყო თუ, რატომ უნდა ეთანამშრომლა კობალაძეს მასთან.

კობალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ წლების წინ ღვალაძემ დაწერა სტატია გაზეთ ”ალიაში”, სადაც ირწმუნებოდა, რომ კობალაძის მაშინდელი მოადგილე (კობალაძე მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთის მიმართულების მეთაური იყო), მიხეილ ცაგურიშვილი ნარკომანი იყო. თადუმაძის თქმით, ცაგურიშვილს კობალაძესთან ნათელმირონობა აკავშირებდა. კითხვაზე, თუ რატომ დათანხმდებოდა კობალაძე მის აყვანას სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის და რატომ ენდობოდა მას კობალაძე, ღვალაძემ უპასუხა: ”საიდან უნდა ვიცოდე როგორ ქონდა კობალაძეს ჩემდამი ნდობა?”
 
დაკითხვის დროს, რომელიც 28 სექტემბერს დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, ღვალაძემ უთხრა სასამართლოს, რომ შეთქმულების ორგანიზატორებს რაიმე ”ჩამოწერილი გეგმა“ არ ჰქონიათ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩაეგდოთ მათ ხელში შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის შენობები. წინა მოსმენაზე მან უთხრა სასამართლოს, რომ შეთქმულების გეგმის თანახმად, მას ამ შენობებზე კონტროლის დამყარება ევალა. ”მე [ჩამოწერილი გეგმა] თავში მქონდა,” - განაცხადა მან. ღვალაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი ”სპონტანურად” აპირებდა ბრძანებების გაცემას მათთვის, ვინც შსს-ს და პროკურატურის შენობების დაკავებაში მიიღებდა მონაწილეობას.

როდესაც მას ჰკითხეს გეგმის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ვინ უნდა გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი, ღვალაძემ უპასუხა: ”სხვადასხვა გვარები სახელდებოდა. ზუსტად ვერ გეტყვით.“ კითხვაზე თუ რომელი გვარები სახელდებოდა, ღვალაძემ შალვა ნათელაშვილი და ბაჩუკი ქარდავა დაასახელა, რამაც დარბაზში ირონიული რეაქცია გამოიწვია. შეკითხვაზე თავდაცვის მინისტრად ვინ უნდა დაენიშნათ, ღვალაძემ უპასუხა, რომ არ იცოდა და არც უკითხია; მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის არანაირი თანამდებობა არ შეუთავაზებიათ და არც თვითონ არაფერი მოუთხოვია.

მუხროვანის ამბოხის საქმეზე სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს განახლდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24