Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქრისტიან-დემოკრატები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კონსულტაციებისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'09 / 16:10

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატებმა მოუწოდეს ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დაიწყონ კონსულტაციები იმ კანდიდატურების შესარჩევად, რომლებიც დაიკავებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შვიდ ვაკანტურ თანამდებობას.

”ჩვენ მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესებულ პირებს დავიწყოთ კონსულტაციები ამ შვიდ ვაკანსიაზე პრინციპული მიუკერძოებელი და პროფესიული კადრების შესავსებად,”- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლევან ვეფხვაძემ, ვიცე-სპიკერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან.

პარლამენტმა 22 სექტემბერს მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლითაც სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 15-მდე გაზარდა. აქამდე არსებული ცხრა ადგილიდან რვა უკვე შევსებულია და მიღებული ცვლილებებით, უკვე არჩეულ მეურვეებს თანამდებობები უნარჩუნდებათ.

20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლება დაიკავოს თანამდებობები სამეურვეო საბჭოში; მისი თქმით, ერთი ადგილი უნდა გამოიყოს არასამთავრობო სექტორისთვის.

”ჩვენი ინიციატივა გახლდათ პრეზიდენტის შეთავაზება, რომ მომხდარიყო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლებურად დაკომპლექტება პარიტეტული სქემით 7+7+1, რაც გამორიცხავდა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას და უზრუნველყოფდა პოლიტიკურ ბალანსს მაუწყებლის საბჭოში... მე იმედი მაქვს, რომ იქნება მსურველი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს დაკომპლექტების პროცესში,”- განაცხადა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ 29 სექტემბერს. 

თუმცა, ფორმულა 7+7+1, რაც გულისხმობს ოპოზიცისა და ხელისუფლების პარიტეტულ წარმომადგენლობას არასამთავრობო სექტორიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად, ვერ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამეურვეო საბჭოს უკვე ჰყავს 8 წევრი, მისი თავმჯდომარის ჩათვლით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21