Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის პირველი შეფასებები ტალიავინის კომისიის დასკვნებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'09 / 17:51

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტალიავინის მისიის დასკვნაში ასახული ფაქტების უმრავლესობას ეთანხმება, თუმცა არ იზიარებს ზოგიერთ შეფასებას.

”ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტში არსად არ წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი,”- განაცხადა მან,  ”ყველანაირი პროვოკაციები, ინტერპრეტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ტყუილი, უფრო მეტიც, აქ წერია, რომ ომი არ დაწყებულა 7-ში და 8-ში [2008 წლის აგვისტოს] და ეს სამხედრო პროვოკაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა”.

ეს განცხადება თემურ იაკობაშვილმა შარშანდელი აგვისტოს ომის შესახებ ევროკავშირის საგამოძიებო მისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ წინასწარ განცხადებებს მხოლოდ დოკუმენტის პირველი ნაწილის გაცნობის საფუძველზე აკეთებს.

მისი თქმით, ქართული მხარე არ ეთანხმება დოკუმენტში ”ინტერპრეტაციას”, რომ რუსული ძალების მასიურ შემოჭრას არ ჰქონია ადგილი. მან ასევე განაცხადა, რომ ”ჩვენი პრინციპული მოსაზრებაა”, რომ სეპარატისტები და მოსკოვი ”ეს არის ერთი და იგივე ძალა”.

მისი თქმით, ასევე დოკუმენტში არის ”რბილი” შეფასება, რომ თუ ქართველები სამშვიდოებოებს დაესხმოდნენ თავს, მაშინ რუსეთს ექნებოდა უფლება დაეცვა ისინი. ”მაგრამ არსად არ დასტურდება, რომ ჩვენ შეტევა მივიტანეთ რუს სამშვიდოებოებზე,”- აღნიშნა იაკობაშვილმა.

”შეიძლება ბევრმა იკამათოს უნდა გამოგვეყენებინა თუ არა ჩვენ ძალა,”- განაგრძო მან, ”მინდა შეგახსენოთ, რომ 1921 წელს საქართველოს სხვა ხელისუფლებამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მაშინ ის მთელ საქართველოს დაუჯდა 72-წლიან დამონებად რუსულ თუ საბჭოთა რეჟიმთან. ამ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება იყო გამართლებული, რაც დადასტურდა კიდეც შემდეგი მოვლენებით, როდესაც ჩვენ შევძელით ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის იქიდან გამოყვანა”.

”ის სამხედრო აქცია, რომელიც განახორციელა რუსეთმა არის სამხედრო აგრესია სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ,”- განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ მოვლენები ვითარდებოდა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

”ყველა რუსული არგუმენტი, რომელიც მან მოიყვანა იმისათვის, რომ დაედასტურებინა თავისი უფლება, რომ შემოჭრილიყო საქართველოში, არის უბრალოდ არასწორი ან ტყუილი,”- განაცხადა მინისტრმა.

დოკუმენტი, იაკობაშვილის თქმით, ასევე იძახის, რომ ომი არ დაწყებულა 7 ან 8 აგვისტოს და ის გაცილებით ადრე დაიწყო;  არანაირ გენოციდს ადგილი ჰქონია ცხინვალის რეგიონში და რუსეთს არანაირი უფლება არ ჰქონდა შემოჭრილიყო სუვერენულ ქვეყანაში საკუთარი ე.წ. მოქალაქეების დაცვის საბაბით; სეპარატისტულ რეგიონებში განხორციელებული პასპორტიზაცია იყო უკანონო; არ არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ქართულმა მხარემ დახოცა სამშვიდობოები; რუსეთი, როგორც მშვიდობისმყოფელი ვერ ან არ ასრულებდა თავის მოვალეობებს, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარებულიყო; რუსეთი აიარაღებდა სეპარატისტებს; განხორციელდა ქართველების ეთნოწმენდა ცხინვალის რეგიონში;  არანაირი მიზეზი რუსეთს არ ჰქონდა, რომ შეეტია კოდორის ხეობისთვის, დაეკავებინა დანარჩენი საქართველოს სხვა ტერიტორიები; 7 აგვისტომდე  ცხინვალის რეგიონში უკვე იმყოფებოდნენ ”ალბათ როკის გვირაბიდან შემოსული სამხედრო შენაერთები როგორც რუსეთი რეგულარული არმიის, ისე დაქირავებული ჯარების”; და რუსეთს არანაირი უფლება არ ჰქონდა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი გამოეცხადებინა დამოუკიდებლად.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40