Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვაშაძის თქმით, ტალიავინის კომისიის დასკვნა გამოსადეგია თბილისისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ოქტ.'09 / 11:02

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვააძემ განაცხადა, რომ მართალია საქართველო არ ეთანხმება აგვისტოს ომის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის დასკვნის ზოგიერთ ასპექტს, დოკუმენტი მთლიანობაში გამოსადეგი იქნება საქართველოსთვის.

”მთლიანობაში, ეს მოხსენება კიდევ არა ერთხელ დაეხმარება საქართველოს თავისი პოზიციის არგუმენტაციაში,” - განუცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს. 

თუმცა, მას ასევე აღნიშნა, რომ დასკვნა არ შეიცავს პირდაპირ არტიკულირებას რუსული სამხედრო აგრესიის შესახებ.

”ფაქტებმა, რომელიც კომისიამ ძალიან სწორად ჩამოყალიბა თავის მოხსენებაში, სამწუხაროდ ვერ მიიყვანა კომისია საბოლოო ნაბიჯამდე და ეს გასაგებია, ესეც მოხდა პოლიტკორექტურობის გამო - კომისიამ ვერ მოახერხა სამი სიტყვის არტიკულირება - რუსული სამხედრო აგრესია,” - განახცადა მან.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა წერილობით განცხადებაში, რომ ის არ ეთანხმება კომისიის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ შეუსაბამო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

”ვერც ერთი დემოკრატიული ხელისუფლება ვერ გადარჩება, თუ, როდესაც უცხოური ძალები შემოვლენ მის ტერიტორიაზე, ის ვერ დაიცავს თავის მოქალაქეებს. საქართველო მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო - ეს ის ფაქტია, რომელსაც ვერ უარყოფს ვერც ერთი მიუკერძოებელი დამკვირვებელი,” - ნათქვამია განცხადებაში.

”მაშინ როცა მოხსენება აღიარებს, რომ რუსეთმა შეაიარაღა და დაეხმარა ცხინვალის და აფხაზეთის სეპარატისტებს, ის თავს არიდებს რუსეთის ფედერაციაზე ამ ქმედებების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი მტკიცებულება სეპარატისტულ ხელისუფლებებზე რუსეთის პირდაპირი კონტროლის დასამტკიცებლად,” - განაცხადა საქართველოს მთავრობამ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია ”კავკასიას”, რომ მოხსენება ”მთლიანობაში პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს საქართველოსთვის” განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კომისიაში მომუშავე რამოდენიმე ექსპერტი, მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიკერძოებული იყო. წლის დასაწყისში იაკობაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა მისიის რამოდენიმე ექსპერტის სანდოობა.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35