Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაურკვევლობა ”ყველა მერის” პირდაპირ არჩევასთან დაკავშირებით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'09 / 17:42

დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვა თვითმმართველ ქალაქებში მერების პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივის ირგვლივ მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა - ნაწილი ამ იდეის წინააღმდეგია, ნაწილი აცხადებს, რომ იდეა გუნდის შიგნით ჯერ კიდევ იხილება და ნაწილიც ამბობს, რომ ასეთ ინიციატივას არ იცნობს და ის არც განიხილება. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ”გამოხატა მზადყოფნა მომავალ წელს ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე”.

”პრეზიდენტმა შეიძლება მრავლობითში თქვა ეს ყველაფერი და პრეზიდენტის ბრძანება ნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება. მე ხაზი გავუსვი თბილისთან დაკავშირებით - ეს განხილვას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ წერია, მაგრამ ჩაიწერება; სხვა რაიონებთან დაკავშირებით ჩემი აზრია, რომ არ ვემხრობი ამ განცხადებას,”- განუცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მმართველი პარტიიდან Civil.ge-ს 5 ოქტომბერს.

”ამასთან დაკავშირებით თუ გაიმართება ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა ან  პოლიტიკური საბჭო, მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ,”- დასძინა მან.

მისი თქმით, ის მომხრეა თბილისის გარდა სხვა ქალაქებში მერები მოქმედი მოდელით, ისევ საკრებულოდან იქნენ არჩეული და არა პირდაპირი წესით, მიუხედავად იმისა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას ყველა რესურსი აქვს, რომ  მოიგოს ამ ქალაქებში პირდაპირი არჩევნები”.

მმართველ გუნდში შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის მაისში თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნება არჩეული, უკვე მიღწეულია. დეპუტატების თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ის გადახედვას აღარ ექვემდებარება.

თუმცა აკაკი მინაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფში, აცხადებს, რომ მმართველ გუნდში თავდაპირველად თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზეც გაყოფილი იყო პოზიციები  და ”ეს დასამალი არ არის”.

”რაც შეეხება სხვა მერების არჩევნებს, ამაზე საუბარი მიმდინარეობს ჯგუფის შიგნით და ვნახოთ,”- განუცხადა მან Civil.ge-ს.

პავლე კუბლაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა: ”მე ასეთ ინიციატივას არ ვიცნობ ყველა მერის არჩევასთან დაკავშირებით”.

”მე ვიცი ერთი რამ, რომ ქალაქ თბილისის მერი, დედაქალაქის მერი იქნება პირდაპირ არჩეული და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა მომზადდება,”- განუცხადა მან Civil.ge-ს 5 ოქტომბერს, ”ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც გაკეთდა, შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას და ეს ამ ნაწილში არის საბოლოო”. 

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებში მერების პირდაპირ არჩევასთან დაკავშირებით ”ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის”.

”არ გვიმსჯელია ამაზე, გუნდის შიგნით ასეთი საკითხი არ განიხილება,” - აღნიშნა მან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმის შესახებ თავიანთ ერთიან ხედვაში, რომელიც 21 სექტემბერს იქნა წარდგენილი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში, დედაქალაქთან ერთად მერების პირდაპირი არჩევა  ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავშიც მოითხოვეს. მოგვიანებით, ეს მოთხოვნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან გიორგი თარგამაძემ პარლამენტის სხდომაზე 24 სექტემბერს გაიმეორა.

26 სექტემბერს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გახმოვანებულმა ინიციატივამ მმართველ პარტიაში, მისი აზრით, ”დაბნეულობა” გამოიწვია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31