Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აპოლიტიკური სამეურვეო საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'09 / 18:49

ხელისუფლებას მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 15-წევრიანი შემადგენლობა ახლიდან დაკომპლექტდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

ამის შესახებ განცხადებები დღეს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ამ შეხვედრას პოლიტიკური პარტიებიდან ედპ-ს გარდა არავინ დასწრებია, თუმცა მას საზოგადოებრივი სექტორის 10-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

ამჟამად დისკუსია მიმდინარეობს 15-წევრიან საბჭოში არსებული 7 ვაკანსიის შესავსებად, რომელიც ე.წ. ოპოზიციური კვოტაა. საბჭოში ხელისუფლების მიერ შერჩეული 8 წარმომადგენელი თანამდებობებს ინარჩუნებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელიც საბჭოს წევრთა 9-დან 15-მდე გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტმა სექტემბერში დაამტკიცა. ამ ცვლილებაში ოფიციალურად კვოტების შესახებ არაფერი წერია.

”თუ ხელისუფლება უარს იტყვის თავის კვოტებზე, ჩვენც მზად ვართ უარი ვთქვათ ე.წ. ოპოზიციურ კვოტებზე და 15-ვე ადამიანი დააკომპლექტონ ამ ადამიანებმა [არასამთავრობო ორგანიზაციებიდან],”- განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ, ”ეს არის ჩვენი შეთავაზება ხელისუფლების მიმართ”.

ამ წინადადების საპასუხოდ პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან მიანიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტებაზე.  

”ზოგადად პრინციპი, რომ ბორდის შემადგენლობაში იყოს პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული პირები შეიძლება არ იყოს გამართლებული, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი, ამიტომ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები ამ გამოწვევას, ამ შეთავაზებას მაინც მიიღებენ,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს კუბლაშვილმა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა აცხადებს, რომ უპირატესობას ანიჭებს სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებას და არ აპირებს თავად პარტიული კანდიდატურების წარდგენას.

”საეჭვოა, რომ ეს [საბჭოს 15-ვე წევრის ხელახლა არჩევა] რეალობად იქცეს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველოში ერთი ტელევიზია მაინც იყოს ნორმალური და იყოს საზოგადოების სამსახურში, მაშინ მე ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი იქნებოდა, რომ ახალი სამეთვალყურეო საბჭო იქნას არჩეული მართლაც დემოკრატიულ საფუძვლებზე და არა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა,”- განუცხადა ჟურნალისტებს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25