Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კლინტონის მორიგი კომენტარი საქართველოზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ოქტ.'09 / 13:14

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 14 ოქტომბერს მოსკოვში, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ”არც ქართველებმა, არც სამხრეთელმა ოსებმა და არც აფხაზებმა გააკეთონ რაიმე პროვოკაციული”.

”ჩვენ ამას ვეუბნებით ქართველებს და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მთავრობამაც იგივე უთხრა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხებს,” - განაცხადა მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

”უპირველესი და უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ აღარ მოხდეს კონფლიქტი. პრობლემები დიპლომატიურ პოლიტიკურ ჭრილში უნდა მოგვარდეს და თავიდან უნდა იქნას აცილებული რაიმე შემდგომი სამხედრო ქმედება”.
 
”ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დამკვირვებლების და სამშვიდობოების მუდმივი ყოფნა, რათა არ იყოს საფუძველი ან შესაძლებლობა იმისთვის, რაც შემდგომ სისხლისღვრას გამოიწვევს,” - განაცხადა მან.

”მინისტრ ლავროვთან შეხვედრების დროს [13 ოქტომბერს] ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ხელახლა მივუბრუნდეთ საკითხს და შევქმნათ სტატუსის საკითხისგან დამოუკიდებელი მიდგომა, შევქმნათ ბუფერული ზონის მსგავსი რამ, სადამკვირვებლო პოზიციის მსგავსი რამ ჟენევის [დისკუსიების], გაეროს, ეუთოს საშუალებით,” - დასძინა კლინტონმა.

მისი თქმით, ეს ის საკითხია, რომელზეც ორ ქვეყანას განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება.

კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდა, ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეჩერებული იყო, აგვისტოს ომის შემდეგ.

”ნატო-რუსეთის საბჭომ შეწყვიტა მუშაობა იმ ძალიან ძლიერი გრძნობების გამო, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. და ჩემი პოზიცია იყო, რომ შეიძლება არ ეთანხმებოდე იმას, თუ რა მოხდა საქართველოში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ საუბარი. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საუბარი. ამიტომ, ჩვენ აღვადგინეთ ნატო-რუსეთის საბჭო, რათა გვქონდეს ფორუმი, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს შეეძლებათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ იმ დროს, როდესაც რაღაც ხდება, რაც შესაძლოა სერიოზული გამოწვევა გახდეს ჩვენი ურთიერთობისთვის,” - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52