რუსეთის სამხედრო სასამართლომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ჯემალ ნაკაიძე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში სცნო დამნაშავედ და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
ამავე ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის თებერვლიდან იმავე წლის ნოემბრამდე ნაკაიძე საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა.
”რია ნოვოსტის” ცნობით, მას ამის სანაცვლოდ ფულს და ბათუმში ბინას დაპირდნენ.