Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედია კლუბი სამეურვეო საბჭოს საკუთარ კანდიდატებს ასახელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ოქტ.'09 / 11:08

მედია აქტივისტების ჯგუფმა 19 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის შვიდი ვაკანტური ადგილებისთვის კანდიდატები დაასახელა და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რაც, მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ”დეპოლიტიზაციას” შეუწყობს ხელს. 

მედია კლუბის სახელით ცნობილმა ჯგუფმა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სადაც ეს საკითხი განიხილეს. 

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: მედია მკვლევარი ნინო დანელია; ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი (ორივე მედია კლუბის წევრია); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ გურჩიანი; ამავე ორგანიზაციის წევრი თამარ კორძანია; საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ ქაროსანიძე და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

22 სექტემბერს პარლამენტმა კენჭი უყარა სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდას 9-დან 15-მდე; მმართველი პარტიის განცხადებით, ეს ნაბიჯი შესაძლებლობას აძლევს ოპოზიციას საკუთარი კანდიდატები დაასახელოს საბჭოში. ამჟამად საბჭოში რვა წევრია და ყველა მათგანი მიიჩნევა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილად.

13 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია საკუთარ კანდიდატებს წარმოადგენს საბჭოში. თუმცა მათ კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.

19 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მედია აქტივისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არამართებულად მიიჩნიეს სამეურვეო საბჭოს პოლიტიკური პარტიების მიერ ნომინირებული კანდიდატებით დაკომპლექტების პრინციპი.

თუმცა, 19 ოქტომბრის შეხვედრაზე მონაწილე რამოდენიმე პირმა ეჭვქვეშ თავად ის ტაქტიკა დააყენა, რომელსაც მედია კლუბი ემხრობა.

პოლიტიკურმა მიმოხილველმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა შეხვედრაზე, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც თავად საბჭოს უფლებები არის შეზღუდული, აქცენტი უნდა გაკეთდეს საბჭოსთვის მეტი უფლებების მინიჭებაზე და არა არსებული უფლებამოსილების პირობებში საბჭოში შესვლაზე. მისი თქმით, არსებულ მოცემულობაში პროცესში ჩართვა ხელისუფლების ”თამაშის წესების” მიღებას ნიშნავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 13 ოქტომბერს, რომ სულ მალე დაიწყება მუშაობა იმ პროექტზე, რომელიც საბჭოსთვის უფლებების გაზრდას ისახავს მიზნად.

მედია აქტივისტების თქმით, ისინიც იზიარებენ შეშფოთებას საბჭოს უფლებამოსილების ნაკლებობაზე, თუმცა როგორც შორენა შავერდაშვილმა აღნიშნა, ჯგუფმა მაინც გადაწყვიტა მეტი აქტიურობა და პროცესში ჩართვა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ აქვთ საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან მედია კლუბის მიერ დასახელებული კანდიდატების მხარდაჭერის გარანტია. აქტივისტების თქმით, ისინი კვლავაც შეეცდებიან პოლიტიკური პარტიების დარწმუნებას, რომ ითანამშრომლომ ამ საკითხზე. ”ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ პარტიები დათანხმდებიან, მაგრამ ჩვენ ვეცდებით მაინც,” - განაცხადა ჟურნალისტმა და მედია კლუბის წევრმა ნინია კაკაბაძემ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39