Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელეკომპანია ”მაესტროს” მართვა კიწმარიშვილის ხელში გადავიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'09 / 19:15

რუსეთში ყოფილი ელჩის, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ”რუსთავის მედია მართვის კომპანიას” დამფუძნებლების გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ”მაესტრო” მართვის უფლებით 3 წლის ვადით გადაეცა.

ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა 12 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც უახლოეს პერიოდში გაფორმდება, ჩადებული იქნება ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების საკითხი.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს მაესტროს გაყიდვას. მისი თქმით, კომპანია მასთან ერთად ათ დამფუძნებელს ეკუთვნის და თითოეულის წილი 10%-ია.

”აქვე მინდა დავაზუსტო, რომ მაესტროს არც ერთი პროცენტი, წილი არ გაყიდულა არც ქალბატონ ნინოზე [ბურჯანაძე], არც ბატონ ირაკლიზე [ალასანია] და არც სხვა ადამიანებზე,”- განაცხადა ღლონტმა, ”ეს ლეგენდები და ზღაპრები დროა უკვე დამთავრდეს”.

იმავე პრესკონფერენციაზე კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ეს გარიგება არ ნიშნავს, რომ მამუკა ღლონტი სრულად გამოეთიშება ტელეკომპანიის მართვას.  ”პრინციპულ საკითხებზე მამუკას ექნება ვეტოს უფლება,”- აღნიშნა მან.

კიწმარიშვილის განცხადებით, მან ასეთი ტიპის თანამშრომლობა მას შემდეგ შესთავაზა ”მაესტროს”, როცა მის ეთერში იხილა ვიდეო-რგოლები, რომელშიც ტელეკომპანია მაყურებელს ფინანსურ თანადგომას თხოვდა. დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რომელზეც ”აქტიური მუშაობა მომიწვეს”.

”ის შესაძლებლობა, რაც მე გამაჩნია -  ინტელექტუალური იქნება ეს, თუ სხვა ტიპის, სასურველია მოვახმარო იმ კომპანიას, რომელიც ფაქტიურად თითქმის უნიკალურ სიტუაციაში აღმოჩნდა დღეს, რომელსაც უწევს ბრძოლა არა მარტო არსებობისათვის, არამედ სიტყვის თავისუფლების დასაცავად ელექტრონულ მედიაში,”  - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

კიწმარიშვილის თქმით,  არხს ექნება ”ძალიან ობიექტური ახალი ამბების ნიშა” და ამით ”განსხვავებული იქნება ეს არხი სხვა დანარჩენი არხებისაგან”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11