Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოლაპარაკებები თბილისის მერის არჩევის წესზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ნოე.'09 / 15:50

მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობა და საპარლამენტო უმცირესობა თანხმდებიან 30%-იანი ბარიერის შემოღებაზე თბილისის მერის პირდაპირ ასარჩევად, ალიანსი საქართველოსთვის, რომლის ლიდერიც ირაკლი ალასანია მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, აცხადებს, რომ შემოთავაზებული ბარიერი ძალიან დაბალია.

ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა 12 ნოემბერს განიხილა. სამუშაო ჯგუფი, თავდაპირველად რვა პარტიის შემადგენლობით თებერვალში ჩამოყალიბდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელშეწყობით. ჯგუფს სექტემბერში შეუერთდა ალიანსი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს, ახალ მემარჯვენეებსა და რესპუბლიკელებს აერთიანებს.

ინტერპარტიული ჯგუფის ყველა წარმომადგენელი, გარდა ალიანსი საქართველოსთვის, თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას თბილისის მერის ასარჩევად 30%-იანი ბარიერის დაწესების თაობაზე.

შემოთავაზება, რომელსაც ჯგუფის თითქმის ყველა წევრი ეთანხმება, ითვალისწინებს იმას, რომ მერობის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს და ხმების 30%-ზე მეტს, პირველივე ტურში გამოცხადდება გამარჯვებულად. 

მმართველი პარტიის თავდაპირველი პოზიცია იყო, რომ საერთოდ არ ყოფილიყო ბარიერი, ხოლო ალიანსი საქართველოსთვის იგივე წესს მოითხოვს, როგორიც გამოიყენება საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც მეორე ტური ხდება საჭირო, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს ხმების 50%-ზე მეტს პირველ ტურში.

ალიანსი საქართველოსთვის სხვა ოთხ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან ერთად თბილისის მერის ასარჩევად 50%+1 ბარიერის დაწესებას მოითხოვს.

ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, თუ მაღალი ბარიერი არ დაწესდა, რადგან ”ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ ამა თუ იმ მერის დაბალი პროცენტით არჩევის საკითხი”.

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელიც ასევე აპირებს საკუთარი მერობის კანდიდატის დასახელებას, 33%-იანი ბარიერის თაობაზე ”შუალედური წინადადება” გაახმოვანა. ხოლო ინტერპარტიული ჯგუფის 12 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ პარტიების უმეტესობა, ალიანსი საქართველოსთვის გარდა, საბოლოო ჯამში დაეთანხმა 30%-იანი ბარიერის შემოღების საკითხს.

ჯერ-ჯერობით საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ალიანსი საქართველოსთვის იმედოვნებს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ბარიერის გაზრდა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 13 ნოემბერს მიანიშნა, რომ ალიანსი საქართველოსთვის მზად არის 45%-იან ბარიერს დაეთანხმოს. ინტერპარტიული ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 16 ნოემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მმართველი პარტია ბარიერის კიდევ გაზრდაზე დათანხმდეს.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა 13 ნოემბერს გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას, რომ ალიანსი საქართველოსთვის ალტერნატიულ ვარიანტსაც სთავაზობს - ანალოგიურს, რომელიც ლონდონის მერის არჩევნებზე გამოიყენება, როდესაც ამომრჩეველს უფლება აქვს ხმა მისცეს არა მარტო სასურველ კანდიდატს, არამედ მეორე არჩევანიც გააკეთოს და კიდევ ერთი ხმა სხვა კანდიდატსაც მისცეს. იმ შემთხვევაში თუ 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პირველი ორი კანდიდატის გარდა დანარჩენი კანდიდატები არჩევნებს ეთიშებიან და აქ უკვე გადამწყვეტი ხდება მეორე სასურველი კანდიდატისთვის მიცემული ხმები, რომლებიც გამოთიშულ კანდიდატებისთვის მიცემულ ბიულეტინებში ითვლება. 

30%-იანი ბარიერის შესახებ შემოთავაზება მსგავისია იმისა, რაც გამოყენებული იქნა მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისას 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს და რის შედეგადაც მმართველი პარტიის კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის თბილისში. მმართველი პარტიის კანდიდატები უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდნენ, რადგანაც ისინი რამოდენიმე ოპოზიციურ კანდიდატს უპირისპირდებოდნენ, მაშინ როცა ოპოზიციის საერთო ხმები დაიყო.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატებმა თბილისის ათი საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ ოთხში - კრწანისში, სამგორში, ისანსა და მთაწმინდაზე მიიღეს 50%-ზე მეტი მხარდაჭერა. სხვა ოთხ ოლქში მათ ხმების 50% ვერ აიღეს, თუმცა მოუგეს ოპოზიციონერ ოპონენტებს, ოპოზიციის კანდიდატებმა კი მხოლოდ დარჩენილ ორ ოლქში გაიმარჯვეს.
        
იმავდროულად, ყველა პარტია თანხმდება თბილისის საკრებულოში 25 წევრის მაჟორიტარული და დანარჩენი 25-ის პროპორციული წესით არჩევას. თუმცა, საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევის წესი ჯერ შესათანხმებელია. ბარიერის საკითხი სავარაუდოდ ამ კუთხითაც დადგება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე საუბრისას, რომელსაც ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერიც დაესწრო, პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა იმ პროგრესს, რომელსაც ინტერპატრიულმა სამუშაო ჯგუფმა მიაღწია.

”მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ძირითად სუბიექტებს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება ძირითად საკითხებზე. სიმართლე რომ გითხრათ, გამიკვირდა კიდეც რამდენი კომპრომისი იქნა მიღწეული, მათ შორის ჩვენი მეგობრების მიერ. მთელ რიგ საკითხებზე ისე შორს წავედით, რისი წარმოდგენაც თავდაპირველად შეუძლებელი იყო,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ ვითარებას, როდესაც გადაწყვეტილებები კომპრომისით მიიღება. ყველა თავის თავზე ვერ მოირგებს კოდექსს და ამის პრეტენზია არც ხელისუფლებას და არც პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვთ,” - აღნიშნა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41