Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'09 / 16:15

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი 17 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდა.

პოზნერი, რომელიც იმ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში  დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, შეხვდა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს; ალიანსი საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას; ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს და მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელს ლევან გაჩეჩილაძეს.

დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები იქნა განხილული, ”დაწყებული კონსტიტუციური რეფორმებით, გაგრძელებული საარჩევნო კომისიაში ჩვენს მიერ ერთობლივად დაყენებული საკითხებით, დაუშვათ იგივე რეგიონული ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიით თუ ბიზნესის დაცვის ღონისძიებებით, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საშუალება მომენტალურად დახუროს ყველა ბიზნესი და შემდეგ ევაჭროს მას ფულზე”.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ინტერესი ნამდვილად დიდი იყო.

”იყო კონკრეტული შეკითხვები, როგორი ზემოქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ ამერიკულ-ქართული ქარტია მართლაც შესრულდეს, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიული ნაბიჯები გადადგას და ქვეყანაში რაეალურად დემოკრატიის პრობლემები აღარ არსებობდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას უნდა მოყვეს კონკრეტული, სერიოზული შედეგები, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი თხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან იყო გახმოვანებული, იყო ის, რომ უნდა იყოს კონკრეტული თარიღები,” - განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.  

ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის საჭიროებაზე.

”ასევე გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რაც მთავარია დღევანდელი შეხვედრა დასრულდა იმით, რომ მივიღეთ მხარდაჭერა ამერიკული მხარიდან, რომ მოლაპარაკებებში ხელისუფლებასთანაც  მხარს დაუჭერენ კონსესუსის ძებნას ორ პოზიციას შორის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციებს შორის,” - განაცხადა ალასანიამ.

ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხების ძალიან კონკრეტული განხილვა.

დღესვე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. შეხვედრის ქართველმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მთავარი თემა იყო მედიასთან დაკავშირებული საკითხები.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31