Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკულ-ქართული მოლაპარაკებები დემოკრატიულ რეფორმებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ნოე.'09 / 11:46

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განხილულ მთავარ საკითხებს შორის იყო მთელი რიგი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ”თანაბარ შესაძლებლობებს” ყველა პარტიისთვის ადგილობრივ არჩევნებზე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერმა თბილისში 17 ნოემბერს.

პოზნერი იმ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელმაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

”დღის მთავარი თემა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, არის ის, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს თანაბარი პირობების უზრუნველყოფა გაზაფხულის ადგილობრივი არჩევნებისთვის. და ამის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - და ვფიქრობ ყველას ასე მიაჩნია - არის, რომ იყოს მედია შეხედულებათა მრავალფეროვნება, სხვადასხვა პოზიციებისა და მოსაზრებების სრული გაშუქება,” - განაცხადა პოზნერმა.

მან ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გიგა ბოკერია დემოკრატიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა ქართული მხრიდან. ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროების და  ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები, ასევე ორი დეპუტატი მმართველი პარტიიდან - პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი.

იმ სფეროებს შორის, რომელშიც, პოზნერის თქმით, ვაშინგტონი საქართველოს მთავრობას ”შემდგომ წინსვლას” ურჩევს, არის ”მედია საშუალებების და მედიის მფლობელების დივერსიფიცირება; სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა და პოლიციის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა”.

მედიის საკითხი 17 ნოემბერს აშშ-ის დელეგაციის რამოდენიმე ოპოზიციურ ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მედიის წარმომადგენლებიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროსი კიწმარიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში და ”რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამფლობელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ”მაესტროს” მენეჯმენტი გადაეცა.

პოზნერმა, რომელიც 2009 წელს სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლამდე, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციაში Human Rights First 30 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა სასამართლო სისტემასთან, კანონის უზენაესობასთან და ასევე ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, რაც, მისი თქმით, ”ძალიან დადებითი მოვლენაა”.

კითხვაზე, დააყენა თუ არა აშშ-ის დელეგაციამ ოპოზიციის მიერ წამოწეული საკითხი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ, პოზნერმა განაცხადა, რომ ეს თემა არ განხილულა.

თუმცა, მან იქვე დასძინა: ”მე ვიცი, რომ ომბუდსმენმა დააყენა რაღაც საკითხები და ჩვენ ამ საკითხებს სერიოზულად ვეკიდებით და სხვა შესაძლებლობებიც გაგვაჩნია, რომ ისინი ხელისუფლებასთან განვიხილოთ”.

სახალხო დამცველის რანგში, ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი, რომელიც ამჟამად ალიანსი საქართველოსთვის წევრია, თავის საპარლამენტო მოხსენებებში რამოდენიმე ფაქტზე მიუთითებდა, სადაც დაკავებულებს პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებდა. ახალი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში ამგვარი შემთხვევები ნახსენები არ არის.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის მანძილზე რვა ოპოზიციური აქტივისტი იქნა გათავისუფლებული, რასაც მან დადებითი მოვლენა უწოდა. მისი თქმით, ეს რვა აქტივისტი ”პოლიტიკური მოტივით დააკავებულთა” იმ სიაში იყო, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს აგვისტოში გამართული შეხვედრის დროს გადასცეს.  

პრესკონფერენციაზე გიგა ბოკერიამ უარყო ბრალდებები პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ და განაცხადა, რომ ”ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საკითხი არ არის სერიოზულად განსახილველი, რადგანაც ეს პრობლემა საქართველოში არ არსებობს.”

”საქართველო არის ქვეყანა, სადაც მთავრობის კრიტიკა ყოველდღიური ცხოვრების ნორმალური ნაწილია და ეს ასეც უნდა იყოს,” - დასძინა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს შემდგომი რეფორმირება და ”ნდობის გაზრდა სასამართლო სისტემის მიმართ ის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მთავრობა აცნობიერებს”.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის გარდა შექმნილია კიდევ სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ქარტიით განსაზღვრულ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობენ: უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ხალხებს შორის კავშირები. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ოქტომბერში, თბილისში გაიმართა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14