Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაზეთი ”ბათუმელები” ჟურნალისტის დაშანტაჟების შესახებ იტყობინება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ნოე.'09 / 19:24

გაზეთ ”ბათუმელების” განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზეთის თანამშრომელთა დაშინების და შანტაჟის მცდელობას, მათ შორის ”სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით.” 

გაზეთის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში დაიბარეს და უთხრეს რომ მასთან კითხვები ჰქონდათ ”პირად საკითხებზე” და ”მის სექსუალურ პარტნიორზე”.   

სამმართველოში წასვლამდე ჯორბენაძემ მისი დაბარების თაობაზე გაზეთის დირექტორს მზია ამაღლობელს და მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს აცნობა, რომელთაც გადაწყვიტეს წაყოლოდნენ თავიანთ კოლეგას სამმართველოში. თუმცა, როგორც გაზეთი იტყობინება, მათ არ მისცეს უფლება დასწრებოდნენ ჯორბენაძის შეხვედრას სამმართველოს თანამშრომლებთან.

”ბათუმელების” განცხადებით, შეხვედრის დროს თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყვნენ ”მამაკაცები საცვლების ამარა” და ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონაც არის გამოსახული.

”სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ... [გაზეთ ”ბათუმელებით”] დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ,” - აცხადებს გაზეთი, ”უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. ჯორბენაძემ განუცხადა, რომ მას ვერ შეაშინებდნენ დამონტაჟებული კადრების გავრცელებით, რის შემდეგაც დატოვა აღნიშნული შენობა”.  

”ბათუმელების” განცხადებით, გაზეთი აპირებს მიმართოს პროკურატურას გამოიძიოს მომხდარი, რაც გაზეთის თქმით, ”ადამიანების ’დავერბოვკების’ საბჭოთა კგბ-სეული” მეთოდებია.

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32