Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაზეთ ”ბათუმელების” განცხადება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ნოე.'09 / 19:29

გაზეთ „ბათუმელები“ აპროტესტებს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს მხრიდან გაზეთის თანამშრომელთა დაშინების, შანტაჟის მცდელობას და ამით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს; ასევე გაზეთის იმიჯის შელახვის მცდელობას სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით. 

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს [26 ნოემბერს], 18 საათზე, გაზეთ „ბათუმელების“ ოფისში  გაიმართება პრესკონფერენცია. 

ამასთან, გაზეთი „ბათუმელები“ დღესვე მიმართავს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

გუშინ, 25 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე იმყოფებოდნენ ყოფილი უშიშროების შენობაში. 

შენობაში მისვლამდე ნახევარი საათით ადრე ბათუმში, „ბათმელების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თედო ჯორბენაძეს, რომელიც არის „ბათუმელების“  ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი, დახვდნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები და განყოფილებაში წაყოლა თხოვეს. განუმარტეს, რომ მასთან კითხვები ჰქონდათ პირად საკითხებზე, რომელზეც დეტალურად განყოფილებაში დაელაპარაკებოდნენ. 

თედო ჯორბენაძემ შესთავაზა, რომ რამდენიმე წუთში თავად მივიდოდა განყოფილებაში, რადგან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. 

მან აღნიშნულის შესახებ აცნობა გაზეთის ხელმძღვანელობას. ამ დროს მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს (მობილურის ნომერი ცნობილია) და უთხრეს, რომ ელოდებოდნენ განყოფილებაში. სატელეფონო საუბარში ჯორბენაძეს ასევე განუმარტეს, რომ საქმე ეხებოდა მის  სექსუალურ პარტნიორს. 

განყოფილებაში წავიდნენ გაზეთის ხელმძღვანელები მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე თედო ჯორბენაძესთან ერთად. 

თედო ჯორბენაძე სოდის (ყოფილი უშიშროების სამინისტროს შენობა, ბათუმი, გრობოედოვის ქ.4) შენობაში მისვლის შემდეგ შესთავაზეს, რომ მარტო ასულიყო შენობის მეოთხე სართულზე, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ 2 ადამიანი (ერთ ერთი მათგანი იყო ის პიროვნება, ვინც ქუჩაში დახვდა) გამოვიდა და შეიყვანეს თედო ჯორბენაძე შენობის პირველ სართულზე.  რედაქციის ხელმძღვანელებს შენობის ჰოლში შესვლაზე უარი უთხრეს. 

თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული. 

სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორის მოადგილე [ჯორბენაძე  ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორად დანიშვნამდე გაზეთის რედაქტორის მოადგილე იყო] და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ. 

უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს.  

ჯორბენაძემ განუცხადა, რომ მას ვერ შეაშინებდნენ დამონტაჟებული კადრების გავრცელებით, რის შემდეგაც დატოვა აღნიშნული შენობა.  

რამდენიმე წუთში თედო ჯორბენაძეს დაუკავშირდნენ იგივე ტელეფონის ნომრიდან და თხოვეს დაბრუნებულიყო უკან გაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად. რედაქციის სამივე ხელმძღვანელი პირი აიყვანეს იგივე შენობის მეოთხე სართულზე. 

ეთერ თურაძემ იკითხა იყო თუ არა საქმე აღძრული თედო ჯორბენაძეზე, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ არა!
ამ საუბარში უწყების თანამშრომელმა ეთერ თურაძეს განუცხადა, რომ ჯორბენაძე არ იყო „ბათუმელებში“ მუშაობის ღირსი და რომ იყო „უნამუსო“, რაზეც გაზეთის რედაქტორმა  კატეგორულად  განუმარტა, რომ არავის მისცემდა მისი თანამშრომლების შეურაცყოფის უფლებას, მათ შორის არც სპეცსამსახურის თანამშრომლებს. 

ამასთან, სოდის თანამშრომლებმა საუბარში ვითომდა გაზეთის მიმართ კეთილგანწყობის ნიშნად უთხრეს, რომ „ბათუმელებს“ პატივისცემის ნიშნად ელაპარაკებოდნენ ასე დელიკატურად, თორემ „თედოს სხვანაირადაც მიიყვანდნენ განყოფილებაში“. 

ბათუმელები~ შანტაჟის ამ ფორმაზე, ადამიანების `დავერბოვკების~ საბჭოთა კგბ-სეულ მეთოდებზე დეტალურად პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

`ბათუმელები~ ასევე აპირებს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს შანტაჟის ამ ფორმას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52