Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კანონმდებლებმა გახმაურებული მკვლელობების საპარლამენტო გამოძიებაზე უარი თქვეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 დეკ.'09 / 18:21

დღეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობიდან ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას ”გახმაურებული მკვლელობებზე” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ვიდრე ასეთი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი კენჭისყრაზე 17 ხმით 36-ის წინააღმდეგ ჩავარდებოდა, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მწვავე დებატები გაიმართა.

ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივაში ”საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ჩადენილი, გახმაურებული მკვლელობების საქმეთა შემოწმებისა და გამოძიების თაობაზე” არ იყო ნათელი, თუ კონკრეტულად რომელი საქმეების შესწავლა უნდა მომხდარიყო.

თუმცა საკითხის ინიციატორმა გიორგი ახვლედიანმა ახსენა სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის და ზურა ვაზაგაშვილის საქმეები, რომელთა გახმაურება, მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატების ამჟამინდელი გუნდის ტელეკომპანია ”იმედში” მუშაობის პერიოდის დამსახურებაა.

”ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ და გვსურს ბოლომდე მივიყვანოთ,”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ.

ინიციატორების მტკიცებით, სამართალდამცავების მიერ ამ საქმეების გამოძიება არ წარიმართა სრულყოფილად, რადგან ახვლედიანის თქმით, მოხდა ”დამნაშავეებზე გადაფარება და დაზარალებულების დამნაშავეებად გამოცხადება”.

მისი განცხადებით, ამჟამად გახმაურებულ მკვლელობების, მათ შორის ვაზაგაშვილის საქმეზე, გაჩნდა ახალი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც საპარლამენტო გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

”წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იქნება ძალიან სერიოზულად დისკრედიტირებული, თუ საზოგადოების მოთხოვნას სამართლიანობის აღდგენის თაობაზე ის არ შეასრულებს,”- განაცხადა მან.

თუმცა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ ადამიანების ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენება არის მიუღებელი და დაუშვებელია ამ თემებზე პოლიტიკური სპეკულაციები. 

”დიახ, აქ იყო დანაშაული და კრიმინალი და სწორედ იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, ადეკვატური სასჯელი მიესაჯათ,”- განაცხადა აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, ”ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არ შეურიგდა საკუთარი წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კრიმინალს... არ ერიდება საკუთარი სამართალდამცავების დასჯას”.

”პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც ასეთ საკითხებზე [გახმაურებულ მკვლელობებზე] უნდა ვისაუბროთ,”- აღნიშნა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან.

იმავდროულად, დებატების მსვლელობისას დეპუტატმა უმცირესობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ გახმაურებულ მკვლელობებით დაზარალებული ოჯახის წევრები საპარლამენტო მოსმენების მსვლელობისას, სპეციალური საშვების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს. 

გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობის საქმეებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა 2007 წლის თებერვალში, წინა მოწვევის პარლამენტშიც დადგა დღის წესრიგში, თუმცა ეს საკითხი ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინაც ჩააგდო. გირგვლიანის და რობაქიძის ნათესავები და ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ გამოძიებამ დამალა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობა მკვლელობის ორივე საქმეში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10