Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების სისტემაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'09 / 17:27

  • პრაქტიკულად ყველა საარჩევნო პროცესზე დათანხმდა;
  • 'თუ ასეთი ცუდი სისტემაა, არჩევნებში რატომ მონაწილეობთ?';
  • ’სიძულვილის ხმებით’ გამარჯვება დღევანდელ კონფიგურაციაში გამორიცხულია;
  • მერის პირდაპირ არჩევა საკამათო, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იყო;
  • ბარიერის დაწესების წინააღმდეგი ვიყავი;
  • საკრებულო წარმომადგენლობითი იქნება, რაც ”დემოკრატიული ექსპერიმენტია”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ "პრაქტიკულად ყველა" საარჩევნო პროცესზე დათანხმდა ადგილობრივი არჩევნების იმ სისტემის პირობებში, რომელსაც პარლამენტი ამჟამად ამტკიცებს.

სისტემას, რომელიც დედაქალაქის მერის 30%-ით, პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს, არ ეთანხმება ალიანსი საქართველოსთვის, რომლის მერობის კანდიდატიც ირაკლი ალასანია იქნება. მას შემდეგ რაც ალიანსის წინადადება 50%-იან ბარიერზე არ გავიდა, არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ალასანია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

”არასდროს არ ყოფილა მრავალი წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში ვმოღვაწეობ, ასეთი ფართო შეთანხმება თუნდაც საარჩევნო პრინციპებზე და დააკვირდით ის ხალხიც კი, ვინც იძახის, რომ არ ეთანხმება საბოლოო ჯამში იმ პრინციპებს, რომლებიც პარლამენტში იხილება, ძალიან ილესავს კბილებს და ძალიან იფშვნეტს ხელებს, ძალიან უნდა არჩევნებში მონაწილეობა,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”და თუ ასეთი ცუდი სისტემაა, არჩევნებში რატომ მონაწილეობთ?... შედეგი არის შედეგი - პრაქტიკულად ყველა ამ პროცესზე დათანხმდა.”

”ზოგს უნდა თანამშრომლობა პოლიტიკურ პროცესში და ზოგს უნდა პოზიციონერობა იმისათვის, რომ არჩევნებში უფრო მეტი ხმა აიღოს - აი, მე რა შეურიგებელი ვიყავი, მაგრამ ჯანდაბას, მაინც წავალ ამ უთანასწორო ბრძოლაში და მაინც ვიბრძოლებ,” - განაცხადა პრეზიდენტმა, ”ძალიან კარგად იციან მათ, რომ ეს არავითარი უთანასწორო ბრძოლა არ არის - ეს არის ძალიან დემოკრატიული და გამჭვირვალე საარჩევნო სისტემა”.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის ფიცის დადების ცერემონიაზე საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის მერის ასარჩევად ბარიერის დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისმა გუნდმა პარლამენტში 30%-იანი ბარიერის კომპრომისი მაინც დაუშვა.

მისი თქმით, ოპონენტები ხელისუფლების ”სიძულვილის ხმებზე” აკეთებდნენ გათვლას არჩევნების მეორე ტურისთვის, როცა მაღალ ბარიერს ითხოვდნენ. სააკაშვილის განცხადებით, ამ გზით გამარჯვება ”გამორიცხულია”.

”მე მიმაჩნია, რომ ბარიერი არ არის საჭირო და ძალიან მარტივად აგიხსნით რატომ: თუ ადამიანი აგროვებს ყველაზე მეტ მომხრეს თავისი პოზიტიური პროგრამით, როგორ შეცვალოს [მუნიციპალური მომსახურების სფეროები]... ავტომატურად უნდა იგებდეს არჩევნებს. თუ ის ვერ აგროვებს მომხრეებს და შემდეგ იმის იმედი აქვს, რომ ვიღაცამ მეტი შეაგროვა, მაგრამ მეორე ტური უნდა დაინიშნოს და თავის თავზე მოარგოს ეს სისტემა... და ამის იმედი გქონდეს შენ, რომ მერე ყველა სიძულვილის ხმას მოუყრი ერთად თავს. ამაზე დავფიქრდეთ ყველა ერთი წუთით, სიძულვილის ხმებით გამარჯვებული კანდიდატი, რომც იყოს ეს შესაძლებელი, თუმცა დღევანდელ საარჩევნო კონფიგურაციაში ეს გამორიცხულია, მაგრამ სიძულვილის ხმებით თეორიულად გამარჯვებული კანდიდატი რისი ამშენებელი და რისი გამკეთებელია თავის მოქალაქეების საკეთილდღეოდ?”

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”საკამათო” იყო, თუმცა მან მაინც მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის მერის პირდაპირი გზით არჩევის შესახებ.

”ამ სისტემას აქვს ბევრ პლიუსთან ერთად ძალიან სერიოზული მინუსები,”- განაცხადა მან, ”იმიტომ, რომ ვისაც ჰქონია, რომ მერი ეს არის ბრძოლა საქართველოს მთავრობასთან, ეს ნიშნავს, რომ ამით შეებრძოლება თბილისს. იმიტომ, რომ თუ ეს შენთვის სხვა არაფერია თუ არა ბრძოლა შემდგომი რაღაცისთვის, ნიშნავს რომ თბილისელების პრობლემების, მათი საყოფაცხოვრებო პრობლემები, სისუფთავე, ნაგვის გატანა, წყლის საკითხების გადაწყვეტა, მშენებლობის სტიმულირება  - ეს ყველაფერი არის შენთვის მეათეხარისხოვანი და ერთადერთი შენი ფუნქციაა დაასაბუთო რატომ არ ხდება არაფერი და ყველაფერი გადააბრალო ხელისუფლების იმ დონეს, რომლის მიღებაც თბილისიდან გინდა”.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი თბილისის მერის არჩევნებს განიხილავენ, როგორც სააკაშვილის ხელისუფლებიდან გაშვების გზას.

სააკაშვილმა თავის დღევანდელ გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ თბილისის საკრებულო ბევრად უფრო წარმომადგენლობითი იქნება და ასეთი სისტემის შემოღება არის ”დემოკრატიული ექსპერიმენტი”. ”იქნებ ამან საკრებულოების დონზე მაინც იმუშაოს,”- აღნიშნა მან.

არსებული მდგომარეობით, როგორც ადგილობრივ, ისე საპარლამენტო დონეზე საკანონმდებლო ორგანოებში მმართველი პარტია დიდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14