Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თურქულ-კორეული კონსორციუმი საქართველოში ნამახვანის ჰესების კასკადს ააშენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 დეკ.'09 / 18:02

საქართველოს მთავრობასა და Nurol Energy Production and Marketing Inc-ს (თურქული კომპანია), Korea Electric Power Corporation-ს (KEPCO, კორეული კომპანია) და SK Engineering and Construction Co, Ltd-ს (კორეული კომპანია) შორის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანიები, ცაგერის რაიონში 450 მგვტ სიმძლავრის სამჰესიან კასკადს ააშენებენ.

კონსორციუმი კასკადის მშენებლობას 2011 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს და ექვს წელიწადში დაასრულებს.   დაგეგმილი ინვესტიციის ოდენობა 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კასკადის წლიური გამომუშავება 1,5 მილიარდ კვ\სთ იქნება.

KEPCO-მ აღნიშნა განცხადებაში, რომ კონსორციუმი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დაფინანსებასა და სხვა დეტალებზე მომდევნო ეტაპზე შეთანხმდებიან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცახდა, რომ ”გარკვეულწილად დაფინანსების საკითხი გარკვეულია”.

”მაგრამ კონსორციუმი ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებას კორეულ EximBank-თან და EBRD-სთან,” - განაცხადა ხეთაგურმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგეგმილ პროექტს ”საქართველოსთვის ისტორიული” უწოდა.

”დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს იმ მშენებლობის დაწყებას, რომელიც განახორციელებს ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ... ეს არის პროექტი, რომელიც აღემატება [მასშტაბებით] საქართველოში აქამდე განხორციელებულ სხვა პროექტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს,” - განაცხადა სააკაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიამდე.

მან ასევე განაცხადა, რომ ”პროექტში 20 000 ადამიანი დასაქმდება”. 

თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ პროექტში 4 000 ადამიანი დასაქმდება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23