Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 დეკ.'09 / 12:23

სეპარატისტულ აფხაზეთში 12 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინასაწარი შედეგებით, მეორე ვადით სერგეი ბაღაფში ხმების 59.4%-ით იქნა არჩეული, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ბაღაფშის მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხმების 15.4% მიიღო;  აფხაზეთის სანაოსნო კომპანიის ხელმძღვანელმა ზაურ არძინბამ - 10.6%; ბიზნესმენმა და ყოფილმა დეპუტატმა ბესლან ბუთბამ - 8%-მდე და უნივერსიტეტის პროფესორმა ვიტალი ბგანბამ - 1.5%.

”აფსნიპრესი” იტყობინება რეგიონის ცესკოზე დაყრდნობით, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 73% შეადგინა.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული ”ამორალური კომედიაა”.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ თბილისი აკვირდება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, თბილისი ინდეფერენტულად არ არის განწყობილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მისთვის სულერთი არაა, თუ აფხაზური მხრიდან ვისთან მოუწევს საუბარი იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება.

”მე ვფიქრობ, რომ დარჩა ისევ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო კომფორტულია ამ ეტაპზე რუსეთისთვის და იმედია, ჩვენთვისაც რაღაცა ფორმით კომფორტული იქნება მასთან ურთიერთობა,” - განუცხადა იაკობაშვილმა ”რუსთავი 2”-ს 14 დეკემბერს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 12 დეკემბერს, რომ ”აფხაზეთში მოკალათებული საოკუპაციო რეჟიმი აწყობს მორიგ სპექტაკლს სახელწოდებით "საპრეზიდენტო არჩევნები”, რომლის ფარგლებშიც მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ შერჩეულ კრეატურას მარიონეტული რეჟიმის "პრეზიდენტად" დაასახელებენ”. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15