Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატები განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 დეკ.'09 / 13:58

დეპუტატებმა 18 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში შვიდი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დასახელებული კანდიდატები განიხილეს.

შემოთავაზებული 21 კანდიდატი, კანონის თანახმად, თითო ვაკანსიისთვის სამ-სამ კაციან ჯგუფებად არის დაყოფილი. პარლამენტმა ყოველი ჯგუფის სამივე კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი და ჯგუფიდან ის ერთი კანდიდატი აირჩიოს საბჭოს წევრად, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. კენჭისყრა დღეს გაიმართება.

(კანდიდატების სია და როგორ დაჯგუფდნენ ისინი შეგიძლია იხილოთ ამ ბმულზე).

კანდიდატების განხილვას პარლამენტში უფრო ფორმალური სახე ჰქონდა და დეპუტატებს კანდიდატებისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. ეს საკითხი დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმაც განიხილა 10 დეკემბერს.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ჰკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ზურაბ დეკანოიძეს დაეზუსტებინა, თუ რა პრინციპით მოხდა პრეზიდენტის მიერ 24 კანდიდატობის მსურველიდან, 21 კანდიდატის შერჩევა. კერძოდ, მას აინტერესებდა თუ რატომ არ მოხვდა კანდიდატებს შორის საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. 

”კანონით დადგენილი კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული კანდიდატები და დალაგდა სამეულებად,” - უპასუხა მას ზურაბ დეკანოიძემ.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ და ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეტენზიები გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდა კანდიდატების სამეულებად დაჯგუფება, რადგან მათი თქმით, ზოგიერთ სამეულში შესაძლოა ყოფილიყო ორი ისეთი კანდიდატი წარმოდგენილი, რომლებსაც ისინი მხარს დაუჭერდნენ, ხოლო ზოგიერთ სამეულში კი მათთვის სასურველი კანდიდატი საერთოდ შესაძლოა არ ყოფილიყო.

მართალია მათ არ დააკონკრეტეს თუ რომელ სამეულებს გულისხმობდნენ, მაგრამ ვეფხვაძე სავარაუდოდ გულისხმობდა მეორე ვაკანტურ ადგილს, რომელზეც დასახელებული არიან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე ნოდარ სარჯველაძე და ჯონი კალანდაძე;  ხოლო ბაღათურია, სავარაუდოდ, გულისხმობდა მესამე ვაკანტურ ადგილს, სადაც მისი ფავორიტი კანდიდატები ლევან ფოფხაძე და ინგა ბოლოთაური არიან დასახელებული.

თავდაპირველად, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს შვიდი ვაკანტური კვოტის დაკომპლექტება ოპოზიციის პრეროგატივაა, თუმცა მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებზეც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმდება. არასაპარლამენტო ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურები არ დაასახელა, თუმცა ხუთმა პარტიამ განაცხადა, რომ ის ”მედია კლუბის” კანდიდატებს უჭერს მხარს.

კანდიდატებს შორის ”მედია კლუბის” სულ ხუთი კანდიდატია წარდგენილი. აქედან ორი, ერთი ვაკანსიის სამეულშია მოხვედრილი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55