Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მეურვეები აირჩიეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 დეკ.'09 / 18:10

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-წევრიან სამეურვეო საბჭოში დღეს შვიდი ვაკანსია შეავსო, მათ შორის ”მედია კლუბის” სამი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატით.

საბჭოს წევრები გახდნენ:

  1. გიგა ნასარიძე - შპს "ფორმულა პლიუსის"  სცენარისტი, რომელსაც ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ-სატირული შოუ მიჰყავდა;
  2. ნოდარ სარჯველაძე -  არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის” დირექტორი, რომელის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ დაარსდა;
  3. ემზარ გოგუაძე  - დროებით უმუშევარი;
  4. ავთანდილ ანთიძე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის J-4 ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის, დაგეგმვისა და გარემოს დაცვის სამმართველო - ჯანმრთელობის დაზღვევისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მთავარი კონსულტანტი;
  5. ნინო დანელია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროგრამის კოორდინატორი და მედია მკვლევარი(”მედია კლუბის” კანდიდატი);
  6. ლია ჩახუნაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი (”მედია კლუბის” კანდიდატი);
  7. შორენა შავერდაშვილი - ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელი (”მედია კლუბის” კანდიდატი).

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იყო სულ 21 კანდიდატი, რომლებიც თითო ვაკანსიისთვის სამეულებად იყვნენ დაჯგუფებული. თითოეული ჯგუფის ყველა კანდიდატს ეყარა კენჭი, ხოლო გავიდა ის, ვინც მეტი ხმა დააგროვა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19