Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
“დიდების მემორიალის” მსხვერპლიანი აფეთქების გამო კიდევ ორი ადამიანი დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 დეკ.'09 / 15:50

აფეთქებული ”დიდების მემორიალი” ქუთაისში. 

პროკურატურამ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ სს "საქფეთქმრეწვის" კიდევ ორი თანამშრომელი იქნა დაკავებული 19 დეკემბერს ქუთაისში ”დიდების მემორიალის” აფეთქების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. აფეთქებამ ქუთაისში დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა.

20 დეკემბერს ეჭვმიტანილად იქნა დაკავებული სს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე; სასამართლომ უკვე მიუსაჯა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმები ითვალისწინებდა უსაფრთხოების ზონის შექმნას და მოსახლეობის ევაკუაციას მონუმენტის გარშემო სულ ცოტა 300 მეტრის რადიუსში.

თუმცა, პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, ეს ნორმა დაირღვა და პოლიციამ, "საქფეთქმრეწვის" რეკომენდაციით, მხოლოდ 211-მეტრის რადიუსზე მოახდინა ტერიტორიის შემოღობვა, ხოლო ხალხი, მათ შორის ორი მსხვერპლიც აფეთქების დროს მემორიალიდან 273.5 მეტრში იდგა.

პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "საქფეთქმრეწვმა" დამცავი ბადე დაამონტაჟა, ბადე არ ყოფილა იმ სიმაღლის, რომ შეეჩერებინა აფეთქების შედეგად გამოსროლილი ბეტონის ნატეხები.

46-მეტრის სიმაღლის მონუმენტის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილმა ბეტონის ნამტვრევებმა ორი ადამიანი იმსხვერპლა - ეს სცენა ვიდეოზეა ასახული (გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ტრაგედიის ამსახველ, მათ შორის დაღუპული ბავშვის კადრებს), რომელიც სავარაუდოდ ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელიც სხვებთან ერთად ეზოდან აკვირდებოდა აფეთქებას, მობილური ტელეფონით გადაიღო.

ხელისუფლების გადაწყვეტილება მემორიალის აღებასთან დაკავშირებით თავიდანვე საკამათო იყო და ბევრმა ოპოზიციური პარტია გმობდა ამ გადაწყვეტილებას.  

მემორიალის აღების ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ ის ახალი პარლამენტის შენობის აშენებას უშლიდა ხელს. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, 2012 წლიდან საპარლამენტო სხდომები ქუთაიში გაიმართება, ხოლო საკომიტეტო მოსმენები ისევ თბილისის ამჟამინდელ შენობაში გაგრძელდება.

თუმცა, ოპონენტებიც და ბევრი ადგილობრივი მოსახლეც აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც ახალი პარლამენტის შენობის აშენება იგეგმება, საკმარისზე დიდია მშენებლობისთვის და მემორიალის დანგრევა სულაც არ იყო საჭირო.

ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც 21 დეკემბერს დანგრეული მემორიალის ადგილას შეიკრიბნენ, ორი ადამიანის დაღუპვას ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და პრეზიდენტ სააკაშვილის ”ახირებას” აბრალებდნენ.

ზოგიერთი ქართული მედია საშუალება ვარაუდობს, რომ აფეთქება ნაჩქარევად განხორციელდა. თავდაპირველად, მემორიალის დემონტაჟი 21 დეკემბერს იგეგმებოდა; ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, სწორედ ამ დღეს გეგმავდნენ საპროტესტო აქციის გამართვას. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20