Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურორი მუხროვანის საქმეში მთავარი განსასჯელებისთვის ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 დეკ.'09 / 17:21

23 დეკემბერს ხანგრძლივი საბრალდებო სიტყვის წაკითხვის შემდეგ პროკურორმა მოსამართლისგან მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ საქმეში მთავარი ფიგურებისთვის გრძელვადიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა.  

პროკურორმა კობა ოთანაძესთვის 30 წლიანი პატიმრობა მოითხოვა; რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაურისთვის ლევან ამირიძესთვის - 29 წელი; მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაურისთვის შოთა (მამუკა) გორგიაშვილისთვის კი - 19 წელი.

პროკურორმა ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაურისთვის კობა კობალაძისთვის 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

ოთხივე განსასჯელს ბრალად ედება ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. თუმცა ოთხივე მათგანი ამ ბრალდებას უარყოფს.

კობალაძეს ასევე ედება ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარების უკანონო შენახვა, ხოლო ოთანაძეს - ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო ტარება.

პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა და 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა მოითხოვა მე-3 ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის კახა კობაიძისთვის, ხოლო 4-წლიანი პატიმრობა და 20 000-იანი ჯარიმა - პირველი ბრიგადის ყოფილი მეთაურისთვის დავით სულხანიშვილისთვის.

ორივე ყოფილ სამხედრო მეთაურს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი. სულხანიშვილმა დანაშაული აღიარა, ხოლო კობაიძემ ბრალდებები უარყო.

დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო პროკურორმა 4-წლიანი პატიმრობა მოითხოვა MI-8 ვერტმფრენის ყოფილი პილოტისთვის ზურაბ ჩალათაშვილისთვის, რომელიც ალექსეევკას საჰაერო ბაზაზე მსახურობდა.

პროკურორის მიერ იმ შვიდი განსასჯელისთვის მოთხოვნილი პატიმრობის ვადები, რომლებიც სამოქალაქო პირები არიან და რომელთაც ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით ამბოხის მოწყობასა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებაში ედებათ ბრალი, 14-დან 17 წლამდე მერყეობს. დამნაშავეებად ცნობის შემთხვევაში ორ მათგანს - ბესიკ ფოცხვერაშვილს და ბექა გრიგალაშვილს -  დამატებით 5 და 4-წლიანი სასჯელის მოხდაც მოუწევთ, შესაბამისად, ვინაიდან ორივე წარსულში ნასამართლევია სხვა დანაშაულთან დაკავშირებით და ორივეს პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

დანარჩენი ხუთი სამოქალაქო პირისთვის მოთხოვნილი სასჯელის ვადა, რომელთაც დაუმორჩილებლობაში დახმარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ ბრალი, 9-დან 11 წლამდე მერყეობს.

კიდევ ერთმა სამოქალაქო პირმა, ზაზა სანდოძემ, რომელიც კობა ოთანაძის ნათესავია, საპროცესო გარიგება დადო ბრალდების მხარესთან და მას სავარაუდოდ 2-წლიან პატიმრობას მიუსჯიან. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება, დანაშაულის შეუტყობინებლობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდება. 

სასამართლო განსასჯელთა ადვოკატების დასკვნით სიტყვას  შემდგომ სხდომებზე მოისმენს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31