Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა გადადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 დეკ.'09 / 13:40

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციების საჭიროების მოტივით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დღეს დაგეგმილი განხილვა პარლამენტმა გადადო.

ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისმა მოადგილემ ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ გამოთქვა შეშფოთება გაზაფხულის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა სიებით შესაძლო მანიპულაციებთან დაკავშირებით.

ვეფხვაძემ პრესაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში ხდება მოქალაქეების რეგიონებიდან ჩაწერა მმართველი პარტიის მხარდასაჭერად.

ქართული მედია-საშუალებები ბოლო პერიოდში იუწყებოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა თბილისელ მოქალაქეებს გარკვეული ანაზღაურებისა თუ დასაქმების პერსპექტივის სანაცვლოდ სთავაზობს რეგიონიდან სულ მცირე 6 ადამიანის მათ საცხოვრებელ ბინებში ჩაწერას, რათა გარანტირებული ხმები მიიღონ არჩევნებზე.

ბაქრაძის თქმით, უნდა გაქარწყლდეს ეჭვები, რომ ”თითქოს ხდება საარჩევნო სიების ხელოვნური გაბერვა”. მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის მიღება საჩქაროა, ასევე ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს”.

”უნდა გაჩნდეს რწმენა, რომ საარჩევნო გარემო არის ისე შეცვლილი, რომ გამორიცხავს ნებისმიერ მანიპულაციას სიებით,”- განაცხადა მან.

საარჩევნო კოდექსზე მესამე მოსმენით მსჯელობა, სავარაუდოდ, სიებზე და სხვა შეუთანხმებელ საკითხებზე კონსულტაციების შემდეგ გაგრძელდება.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
69